USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
გლდანის I მიკრორაიონში ახალი სკვერი ეწყობა
თარიღი:  438
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ I მიკრორაიონის N19 - 19 ა კორპუსებთან სკვერი ეწყობა.
 
 ჯამში, სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები.
 
ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები - დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 343 934 ლარი დაიხარჯება.
 
 სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ბესიკ კალაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის