USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
გლდანის III და IV მიკრორაიონების დამაკავშირებელი ე.წ. დკდ-ს ხიდის ამორტიზებული პანდუსის დემონტაჟი იწყება
дата:  630
გლდანის რაიონის გამგეობა III და IV მიკრორაიონების დამაკავშირებელი ე.წ. დკდ-ს ხიდის ამორტიზებული პანდუსის დემონტაჟს იწყებს.
 
დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, აღნიშნული კონსტრუქცია საფრთხის შემცველი იყო, პანდუსით კი ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სარგებლობდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამგეობამ მიმდებარედ სკვერი მოაწყო.
 
თბილისის მერის დავალებით, გლდანის გამგეობამ უკვე დაიწყო ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოები, რის შემდეგაც ამორტიზებული ნაწილის დემონტაჟი განხორციელდება და მოეწყობა რკინის კონსტრუქციის კიბე.
 
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 108 800 ლარი დაიხარჯება.
 
კიბის მოწყობის შემდეგ ,,თბილსერვის ჯგუფი " შშმ პირებისთვის დაამონტაჟებს ელექტროლიფტს, რომლის ღირებულება 52 000 ლარს შეადგენს.
სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.
мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати