USD 2.6995
EUR 3.1398
RUB 3.4921
თბილისი
გიორგი ვოლსკი: ფაქტია, რომ არ არსებობს იმის სამართლებრივი გზა, რომ სააკაშვილმა თავი დაიხსნას შესაბამისი ვერდიქტის აღსრულებისგან
თარიღი:  584

მმართველი გუნდის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ეხმაურებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისგან გათავისუფლების შესახებ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის ამგვარი მოთხოვნა ადასტურებს, რომ მათი ოპონენტები რადიკალურ საკითხებს ხელოვნურად ქმნიან. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა მოიხადოს.

„ფაქტია, რომ დააშავა. ფაქტია, რომ არ არსებობს იმის სამართლებრივი გზა, რომ სააკაშვილმა თავი დაიხსნას შესაბამისი ვერდიქტის აღსრულებისგან. ეს არის რეალობა და ამ რეალობას უნდათ, რომ დაუპირისპირონ რევოლუციური გზა, დესტაბილიზაცია“, - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

თბილისი
თელასი - საბურთალოს და კრწანისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 10 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ძოწენიძის, დადიანის, ნუცუბიძის, გამრეკელის, გელოვანის, გურიელის და გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, II, III მიკრორაიონების, თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ოქროყანის დასახლების, ორთაჭალის, ნადიკვარის, ნიშნიანიძის, მეფე სოლომონ II,  წინანაურის,  გორგასლის, მელქაძის,  კრწანისის, მარტვილის და ბეჟან კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.   

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის