USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
გიორგი ვაშაძე - გეყოთ ვაჟკაცობა გამოდით და ღიად განაცხადეთ როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა საეკლესიო დღესასწაულების გამართვასთან დაკავშირებით
дата:  925

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომასთან დაკავშირებით ხელისუფლების დუმილს, „ახალი საქართველოს“ ლიდერი ეხმაურება. გიორგი ვაშაძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მიმართავს და მას სამოქმედო გეგმის წარდგენისკენ მოუწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერს მიაჩნია, რომ მთავრობის განზრახვა შემდგომში მოსალოდნელი ეპიდ-აფეთქების ქრისტიანული თემისა და ეკლესიის დაუდევრობის დააბრალება ინება.

„ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, გაზრდილია ეპიდ-აფეთქების რისკი და ამ ფონზე დაიწყო მორწმუნე ქრისტიანი მრევლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვნების კვირეული, ახლოვდება აღდგომის დღესასწაული, ხელისუფლება კი ამ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში კვლავ დაიმალა.

მივმართავ პრემიერ გახარიას, გამოდით და ნათლად განუმარტეთ საზოგადოებას რას აპირებთ?

როგორია ეპიდ-უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია სხვადასხვა რიტუალურ ღონისძიებებზე მორწმუნე მრევლის დასწრებასთან დაკავშირებული მითითებები?

გავიგეთ რომ თქვენ და მთავრობის სხვა წევრები ტელევიზორის ეკრანიდან აპირებთ ამ ყველაფრისთვის თვალის მიდევნებას, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ეს ვერ იქნება პასუხისმგებლიანი ხელისუფლების არჩევანი, ეს უფრო პილატეს მსგავსი ხელის დაბანის და შორიდან ყურების არჩევანია, რაც დანაშაულის ტოლფასია!

ჩემთვის ადვილად ამოსაცნობია თქვენი მხრიდან ამ საკითხზე დუმილის მოტივები და მას პირდაპირი ფარული პოლიტიკური მიზეზები და მიზნები აქვს.

პირველი გინდათ რომ ჩვენს მიერ მორწმუნე მრევლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე რიტუალური აქტივობის მიმართ გამოთქმული სიფრთხილე და შენიშვნები ქრისტიანობისა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლად გაასაღოთ და მეორე, შემდგომში მოსალოდნელი ეპიდაფეთქება ქრისტიანული თემის და ეკლესიის დაუდევრობას დააბრალოთ რის საშუალებასაც ჩვენ რა თქმა უნდა არ მოგცემთ.

სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აიღეთ პასუხისმგებლობა და პირადად გაეცით ყველასთვის თანაბრად, შესასრულებლად სავალდებულო ,მკაფიო და ნათელი მითითებები და მე როგორც ერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი მოქალაქე მზად ვარ შევასრულო იგი.

რადგან ზუსტად ვიცი, რომ ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია და ორმაგი სტანდარტი არღვევს სახელმწიფოს ფუნდამენტს, კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციურ წესრიგს.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ეხლა პოლიტიკის კეთებისა და პოლიტიკური დივიდენდების მიღების დრო არ არის!

მოიქცეთ ისე, როგორც სახელმწიფოს თუნდაც ფორმალურ მმართველს შეეფერება და ფორმალურად მაინც აიღეთ პასუხისმგებლობა შექნილ კრიზისულ ვითარებაზე.

ბატონო გახარია გამოდით, საზოგადოება ელოდება თქვენს გადაწყვეტილებებსა და მითითებს“ - გიორგი ვაშაძე.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати