USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
გიორგი მარგველაშვილი: მიდით არჩევნებზე და ხმა პატარა პარტიებს მიეცით
дата:  787

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, ხმა “პატარა” პარტიებს მისცენ. როგორც მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში თქვა, მნიშვნელოვანია, პარლამენტში აღარ იყოს მხოლოდ ორი ძალა და ამ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, უკვე საკანონმდებლო ორგანოში გაერთიანების მეშვეობით “მესამე ძალა” შექმნან.

“ჩემი მიზანია, საქართველოს ამომრჩეველმა ხმა მისცეს არა გადამრჩენელს, არამედ თავისი ხელით შექმნას თავის გადარჩენა. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი ხელისუფალის ხელში არ იყოს მთელი ძალაუფლება. ეს პატარა პოლიტიკური ძალები, რომლებიც ახლა ძლიერდებიან და რომელთაც საშინლად ურტყამენ, ემტერებიან, ეს  არის თქვენი გადარჩენა. ისინი პარლამეტში თქვენი ხმების გულისთვის იბრძოლებენ, რომ არავინ აღარ გაგიბედონ იმის თქმა, რომ სულელები ხართ და ლარი კარგად იქცევა… ამის გარანტი არის ის, რომ საქართველოს პარლამენტში არ იყოს ორი პოლიტიკური ძალა, არამედ უნდა იყოს მესამე დიდი კონგლომერატი, რომელიც იქ [პარლამენტში] გაერთიანდება, თუ დღემდე გაერთიანება ვერ შეძლეს. ისინი უზრუნველყოფენ იმას, რომ შეურაცხყოფა არ მოგაყენონ და თქვენი ყოფა ამ დონემდე არ დაიყვანონ”,-განაცხადა მარგველაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ გამოსავალს ხედავს პოლიტიკაში ახალი ძალების მოსვლაში და საზოგადოებას მოუწოდებს, არჩევნებზე მივიდნენ და ამ “პატარა პარტიებს” მისცენ ხმა:

“მე გამოსავალს ვხედავ არა ამ ხელისუფლებაში ან წინა ხელისუფლებაში, არამედ ქართულ პოლიტიკაში ახალი ძალების მოსვლაში. მოგიწოდებთ, ვისაც ჩემი გჯერათ, მიდით არჩევნებზე და ამ პატარა, ახალ პატიებს მიეცით ხმა.”

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати