გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე მოგერიებული ბურთების რაოდენობით ლიდერობს. ინფორმაციას UEFA EURO 2024 ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, 2 თამაშის ჯამში, გიორგი მამარდაშვილს ყველაზე მეტი, 15 სეივი აქვს.
ასევე გიორგი მამარადშვილი სტატისტიკური გვერდის “Sofascore”-ს მიხედვით ევროპის ჩემპიონატზე საშუალო შეფასებებით ტოპ 5 საუკეთესო ფეხბურთელში შედის და მეორე პოზიციას იკავებს.

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.