USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
გიორგი კობერიძე - სიტუაციური მიმოხილვა უკრაინაში, პოკროვსკ-მირნოჰრადის სექტორზე
თარიღი:  84
სიტუაციური მიმოხილვა უკრაინაში, პოკროვსკ-მირნოჰრადის სექტორზე:
1. უკრაინელები კვლავ აკონტროლებენ ქალაქის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილს, მაგრამ სამხრეთ რაიონებში რუსები ღრმად არიან შესულები, თუმცა მყარი კონტროლი მოპოვებული არ აქვთ.
2. ქალაქი მირნოჰრადი, რომელიც პოკროვსკის ჩრდილოეთიდან ემიჯნება და მასთან ეღთად დიდ აგლომერაციას ქმნის, სრულაიდ რჩება უკრაინელთა ხელში.
3. ქალაქებისაკენ მიმავალი ლოჯისტიკური ხაზებიდან ჩრდილოეთის ანუ როდინსკოეს გზა უკრაინელთა ხელში რჩება, მაგრამ დასავლეთიდან მომავალი გრიშინესა და ცენტრალური მაგისტრალის ხაზი საბრძოლო მოქმედების არეალადაა ქცეული. რუსებმა რამდენჯერმე სცადეს როდინსკოეს დაკავება და დასახლების სიღრმეში შეჟოვნვა, მაგრამ უკრაინელებმა აღადგინეს კონტროლი.
4. ორივე მხრიდან როდესაც გინდა ქალაქის და გინდა გზის კონტროლზე გვაქვს საუბარი სინამდვილეში ნომინალურ კონტროლს ვგულისხმობთ, რადგან დრონები სრულად დომინირებენ ბრძოლის ველზე და შეტაკებები თავშესაფრიდან თავშესაფრამდე მიმდინარეობს. საბრძოლო მოქმედებების არეალში პოზიციების მყარი კონტროლი საკმაოდ პირობითი ცნება გახდა. დრონები დაახლოებით 5-10 კილომეტრის სიგანის მონაკვეთში თითქმის სრულიად ყველაფერს ანადგურებენ. პორკოვსკისათვის ბრძოლამ დრონების გამოყენების მანამდე არნახული მასშტაბი შეიძინა.
5. უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ განხორციელებული საჰაერო დესანტი და ლოკალური კონტრშეტევითი ოპერაცია, ქალაქისაკენ დასავლეთიდან მომავალი ლოჯისტიკური ხაზის გახსნას ემსახურება. ყოველ შემთხვევაში პროგრამა მინიმუმი ასე ჩანს. ამით არამხოლოდ ქალაქში მყოფი სამხედროების დახმარება უნდა მოხდეს, არამედ პოტენციურად ქალაქის დატოვების შემთხვევაში უსაფრთხო გამოსვლის უზრუნველყოფასაც ემსახურება. ჯერჯერობით რა შედეგით დასრულდება უკრაინული ოპერაცია ნაადრევია ვთქვათ.
6. პოკროვსკის ირგვლივ რუსული რკალისებური გარემოცვა ქალაქის მცველებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. უკრაინელთა ხელში არსებული გასასვლელის სიგანე უკეთეს შემთხვევაში 10, ხოლო უარეს შემთხვევაში 6-7 კილომეტრია.
 
7. პოკროვსკ-მირნოჰრადის ჩრდილოეთიდან მომდგარი რუსული არმია შედარებით მყიფე პოზიციაშია. დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან უკრაინელებს აქვთ ინიციატივა. ბოლო ორი კვირაა დასახლებების გათავისუფლების ტენდენციას ვადევნებთ თვალს. და თუ ეს პროცესი გაგრძელდა, შესაძლოა პოკროვსკის მცველებს ქალაქის შენარჩუნების შანსი კიდევ ჰქონდეთ.
8. რუსებს ქალაქისათვის ბრძოლაში კატასტროფული დანაკარგები აქვთ. უკრაინელები რუსების რიგებში დაახლოებით 120 ათას განეიტრალებულ სამხედროს ასახელებენ - მოკლულების, დაკარგულების, ტყვეებისა და დაჭრილების ჩათვლით. ამიტომაცაა, რომ რუსები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ პოკროვკის სრულ დაკავებას. მაგრამ პუტინი ცდილობს დაამტკიცოს რომ მზადაა გაიღოს ნებისმიერი მსხვერპლი მიზნის შესასრულებლად. სწორედ ამიტომ რუსების დამატებითი ძალების გადასროლას ახდენენ ამ მიმართულებაზე.
9. პოკროვსკის სექტორზე ფრონტის ხაზის თვითნებური დატოვება სერიოზული პრობლემაა როგორც უკრაინელების ისე ნაწილობრივ რუსების მხრიდან. თუმცა გაქცეულ რუსები ფრონტზე აღარ ბრუნდებიან ან/და კლავენ მათ თავად რუსი ოფიცრები. უკრაინელების შემთხვევაში კი ამ ყველაფერს თვითნებური როტაციის ხასიათი აქვს შეძენილი - მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ფრონტზე უკან ბრუნდება თავისი ნებით ხოლმე.
10. ბრძოლა პოკროვსკ-მირნოჰრადისათვის არ არის სტანდარტული ურბანული ბრძოლა სადაც ქვეითები მძიმე ტექნიკასთან ერთად გადაადგილდებიან ან შენობების კედლებს არღვევენ და იქიდან შედიან ქალაქში. ესაა მცირე დივერსიული ჯგუფებისა და დრონების გამოყენებით ქალაქის სიღმერში შეჟონვის მცდელობა და ბრძოლის სიღრმიდან წარმოება და ალყის იმიტაციის შექმნა. იმ ფონზე რომ დრონები სრულად დომინირებენ ცაში ძალიან რთული ხდება დივერსიული ჯგუფების გაწმენდა.
11. უკრაინელებს დამატებითი რეზერვები ჰყავთ, მაგრამ პოკრკოვსკში ისინი ბახმუტის სცენარის გამეორებას ერიდებიან, სადაც ქალაქის დაცვა მხოლოდ ცოცხალი ძალის მობილიზებითა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით იყო შესაძლებელი. ამ შემთხვევაში უკრაინელები პოკრკოვსკის შემოგარენში გამაგრებისათვისაც ემზადებიან. ეს არ ნიშნავს, რომ პოკროვკის ბედი უეჭველად გადაწყვეტილია, მაგრამ მისი შენარჩუნება ამ დინამიკის პირობებში საკმაოდ გაჭირდება.
12. ფრონტის ხაზის სიახლოვეს ჩავიდნენ გენშტაბის უფროსი ოლექსანდრ სირსკი და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი. ეს სიტუაციის სირთულეზე მიუთითებს.
13. უკრაინული კონტრშეტევა გამორიცხული არაა. შეიძლება ეს პოკროვსკის მიმართულებაზე არც მოხდეს. მაგრამ არც ისაა გამორიცხული უკრაინელებმა აქცენტი რუსების პოკროვსკის სექტორზე - თუნდაც ქალაქის დაკარგვის შემთხვევაში - იმგვარ გამოფიტვაზე გააკეთონ, რომ ზამთრის ოპერაციის შესაძლებლობა ჩაუგდონ რუსებს, თავად კი აქცენტი ზამთრის პირობებში რუსეთის ენერგო ობიექტებსა და ლოჯისტიკაზე დარტყმაზე გააკეთონ.
პოკროვსკისათვის ბრძოლა წელიწადი და ოთხი თვეა მიმდინარეობს.
საზოგადოება
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.