USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
თბილისი
გიორგი კობერიძე - რა ხდება უკრაინაში ამ დროისთვის
თარიღი:  688
15 თებერვლის შეჯამება უკრაინაში:
- დონეცკის რაიონში, ბახმუტთან მსხვერპლი რუსულ რიგებში კატასტროფულადაა გაზრდილი. ბოლო 48 საათში ყველა შეტევა, რომელიც უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე იყო მიმართული რუსული არმიის სრული ჩავარდნით დასრულდა. მსხვერპლი იმდენად დიდი აქვთ რუსებს, რომ ყოველ შემდგომ შეტევაზე გადასულ დანაყოფს წინა დანაყოფების გვამებზე უწევს გავლა. სასაკლაოა ქალაქის გარეუბნებსა და საგზაო მაგისტრალების გასწვრივ. როგორც არაერთხელ აღნიშნულა და მეც არაერთხელ მითქვამს, ვითარება მთელს აღმოსავლეთის ფრონტზე ძალიან წააგავს პირველი მსოფლიო ომის ვითარებას, როდესაც ათასობით სამხედრო ერთიანად, რამდენიმე ათეული მეტრისათვის ცდილობდა იერიშზე გადასვლას, მაგრამ ტყვიამფრქვევისა და არტილერიის მსხვერპლი ხდებოდა ხოლმე. იულია იოფეს - რუსული წარმოშობის მაღალპროფესიონალი ამერიკელი ანალიტიკოსი - შეფასებით, "ვაგნერის" რიგებში მიღებული პატიმრებიდან 80% ნადგურდება რამდენიმე კვირის შუალედში, ხოლო უკან დახეულებს მეორე მსოფლიო ომის პრინციპით თავად რუსი ოფიცრები ხვდებიან და ესვრიან.
- ქალაქის მომიჯნავედ გზების მიმართულებით სიტუაცია სწრაფად ცვალებადია. უკრაინელებმა დასავლეთით, კოსტიანტინივკასაკენ მიმავალი გზიდან კიდევ უფრო უკან დაახევინეს რუსებს. მაგრამ ქალაქის ჩრდილოეთით, სლავიანსკისაკენ მიმავალი გზის გასწვრივ რუსების სიტუაცია შედარებით უკეთესია - ისინი რამდენიმე კილომეტრის გასწვრივ უტევენ გზას. ამ მონაკვეთში სიტუაცია საკმაოდ მწვავეა.
- ბახმუტთან, კრასნა ჰორადან პარასკოვიივკასაკენ (ბახმუტის მომიჯნავე დასახლება) რუსული იერიში ჩავარდა. უკან დახეულ რუსულ დაჯგუფებას უკრაინელები მიჰყვნენ. ბრძოლამ კვლავ კრასნა ჰორას ტერიტორიაზე გადაინაცვლა.
- ბახმუტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, რუსები სივერსკის მიმართულებით ცდილობენ იერიშის განვითარებას, თუმცა ფედორივკასთან უკრაინულ თავდაცვის ზღუდეს ხვდებიან და წინ წაწევას ვერ ახერხებენ.
- უკრაინელებმა ბახმუტის სიახლოვეს რუსული Ka-52 მოიერიშე შვეულმფრენი ჩამოაგდეს.
ზოგადი შეფასებით - ბახმუტის ირგვლივ უკრაინელებს იმდენად მყარი თავდაცვის ზღუდეები აქვთ მოწყობილი, რომ რუსები მათ გადალახვას მოცემულ რეალობაში ვერ ახერხებენ. კატასტროფული დანაკარგები ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მხრივ, ურბანულ სივრცეში ბრძოლის სირთულე, დემორალიზაცია, გამოფიტვის ნიშნები და ქალაქის ალყაში ვერ მოქცევა სწორედ ის მიზეზებია, რასაც რუსული შეტევა ბუნებრივ ჩიხში შეჰყავს.
- კრემინას სიახლოვეს, ტყეში უკრაინული არტილერია მუშაობს. ამ ფონზე რუსებს სამხედრო ინიციატივის ქონა ძალიან უჭირთ. სწორედ კრემინადან მასშტაბურ გარღვევაზე იდებოდა რუსული რეგულარული არმიის ფსონები, მაგრამ ამ ეტაპზე ეს გარღვევა ვერ შედგა.
- რუსი მობილიზებული დანაყოფების გარკვეული ნაწილი ფრონტზე გასვლაზე უარს აცხადებს და ამ თემაზე ვიდეო თუ წერილობითი მიმართვებითაც გამოდიან. სიტუაცია საკმაოდ ფეთქებადია, მით უფრო რომ ფრონტის სიახლოვეს მყოფი ბევრი მობილიზებული სამხედრო უდრის ბევრ სამიზნეს უკრაინელებისათვის. HIMARS-ის აქტიური მოქმედების ფონზე ზუსტი დარტყმებით ყოველდღიურმა მსხვერპლმა რეკორდულ მასშტაბებს მიაღწია. ომის დაწყების პირველი კვირის მაჩვენებელი ბრუნდება ამ მხრივ.
- დონეცკის რაიონის სამხრეთით, ვუჰლედართან შეტევის მცდელობები კვლავ სრული ჩავარდნით დამთავრდა. წარმოუდგენელი უგუნურება, რასაც რუსული გენერალიტეტი აკეთებს ამ მიმართულებით კვლავ ძალაშია. შესაძლოა ცოტა დაუჯერებლადაც კი ჩანდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ვხედავთ ქალაქზე შტურმს, რომელსაც ამ ეტაპზე ნულოვანი შედეგი აქვს, პროცესში კი რუსული არმიის ელიტა ნადგურდება. ვუჰლედარის მიმართულებით რა რაოდენობისა და ხარისხის რუსული სამხედრო ძალებიცაა გამოყენებული ერთი შეხედვით ასეთი ცუდი შედეგის დადება მათთვის ნაკლებად მოსალოდნელი იყო მაგრამ არაპროფესიონალების ხელში და წარმოუდგენლად ცუდად დაგეგმილი დავალების შესასრულებლად როგორი მომზადებაც გინდა ჰქონდეს არმიას მაინც ვერ შეასრულებს მას.
- იულია იოფე აცხადებს, რომ რუსეთში მობილიზაციის დასრულებას არ აპირებენ და პირიქით, მისი მასშტაბის გაზრდისათვისაც კი ემზადებიან და შესაძლოა ეს ოფიციალურად კი მოხდეს. ვინც კი მობილიზაციას გაურბის ქვეყნის შიგნით მათ აკავებენ და მისივე განცხადებით საბჭოთა გულაგების პირობებში აგზავნიან. თითქმის აღარ დარჩა სოფელიც კი, სადაც ახალი საფლავი არაა გათხრილი მოკლული მობილიზებულისა თუ პატიმრის დასამარხავად.
ყველა მიუკერძოებელი შეფასებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად მოკლულთა რაოდენობამ, ლოჯისტიკურმა პრობლემებმა, დემორალიზაციამ და დაპირისპირებამ რუსულ სამხედრო ძალების შიგნით მაქსიმუმს მიაღწია.
რუსეთისათვის სწორედ ეს უკიდურესად გართულებული მდგომარეობა ფრონტის ხაზზე კრემლის ხელში არჩევანს ზღუდავს. რუსეთში ან ომი და ღია საყოველთაო მობილიზაცია უნდა გამოცხადდეს და ახალ-ახალი მიმართულებიდან შეტევა წამოიწყონ უკრაინაზე (მათ შორის ბელარუსიდან) ან გაზაფხულის დადგმასთან ერთად უკრაინის სამხედრო აქტივობას უნდა დაელოდონ და თავდაცვაზე დადონ ფსონი, რადგან ათასობით სამხედროს სიკვდილი რამდენიმე მეტრის დასაკავებლად, გრძელვადიანად, მათი მარცხის გარანტიად გადაიქცევა.
გაყევი ბმულს - გიორგი კობერიძე
თბილისი
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.