USD 2.8746
EUR 3.0252
RUB 2.7011
თბილისი
გიორგი კობერიძე - რა ხდება უკრაინაში ამ დროისთვის (20 თებერვალი)
თარიღი:  523
20 თებერვლის შეჯამება უკრაინაში:
- ბახმუტთან რუსების იერიშის ტემპი შედარებით დაეცა. "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ჩივის თავდაცვის სამინისტრო არსებულ რესურსებს არ მიზიარებს და განსაკუთრებული პრობლემები საარტილერიო ჭურვების რაოდენობაში მაქვსო. რეალურად კი შიდა დაპირისპირების გაგრძელებაა ეს ყველაფერი. პრიგოჟინს მხოლოდ "ვაგნერის" წარმოჩენა უნდოდა მაშინ, როდესაც მის დაჯგუფებასთან ერთად რეგულარული ნაწილების იბრძოდნენ სოლედარისა და ბახმუტის მიმართულებით, თუმცა მათ შესახებ კი არავინ საუბრობდა.
ამასთან, პრიგოჟინის გათვლა მარტივი იყო - ის ცდილობდა წარმოეჩინა რომ რასაც რეგულარული სამხედროები ვერ აკეთებენ - ქალაქების დაკავება და წინსვლა - აგერ ჩვენ სოლედარისა და ბახმუტის აღებით ვაკეთებთო. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პრიგოჟინს თავდაცვის მინისტრის პორტფელი უნდოდა. მინისტრმა შოიგუმაც თავისი შეცდომა დაუშვა - პრიგოჟინთან დაპირისპირების ფონზე კატასტროფული შედეგების მქონე იერიშის ბრძანება გასცა ვუჰლედარის მიმართულებით, რასაც ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დიდი რაოდენობის დაკარგვა მოყვა, მაგრამ პოზიციურად ვერანაირი შედეგის დადება ვერ შეძლო.
რუსეთში შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება. არც ისაა გამორიცხული აღნიშნული შეხლის შედეგად პრიგოჟინი სრულიად გაქრეს პოლიტიკური არენიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი კლანის წევრია კადიროვიც, რომელიც კრემლის კარზე ძალიან ბევრს სულაც არ მოსდის თვალში.
რაც უფრო გართულება რუსეთის აგრესიული ომი მით უფრო გამწვავდება დაპირისპირება რუსეთში.
- ბახმუტთან, უკრაინელებმა სამხრეთიდან, ოპიტნეს მიმართულებიდან წამოსულ რუსულ ნაწილებს შეუტიეს და დიდი დანაკარგები მიაყენეს, რის შედეგადაც რუსული შეტევა ჩავარდა. ბახმუტში უკრაინელებს მყარად აქვთ პოზიციები შენარჩუნებული და მძიმე ტექნიკაც საკმარისი რაოდენობითაა თავმოყრილი. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა ურბანულ ბრძოლაში დაამარცხონ უკრაინელები პრაქტიკულად კოლოსალურ დანაკარგებთან იქნა ასოცირებული. ამიტომ იყო/არის რუსების მცდელობა ქალაქი მოექციათ ალყაში, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებენ ცოცხალი ძალის კატასტროფული დანაკარგის ფონზე.
- ხვალ ვლადიმერ პუტინის მიმართვა იქნება. თბილისის დროით 13:00 საათზე. არაა ცნობილი თუ რა თემაზე აპირებს იგი საუბარს, მაგრამ რუსეთში ბანერები გამოჩნდა, რომელიც ხალხს ტელევიზორის ყურებისაკენ მოუწოდებს. ვერსიები ბევრია - ომის ოფიციალურად გამოცხადებიდან დაწყებული, ბელარუსთან ერთად ახალი საბჭოთა კავშირის მაგვარის ხელახალი აღდგენით დასრულებული. თუმცა მოვლენების წინსწრება არ ღირს. შესაძლოა კვლავ დასავლეთის კრიტიკით და ანგლო-საქსებზე საუბრითა და ბაიდენის კრიტიკით შემოიფარგლოს ეს ყველაფერი.
- აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტის შეფასება ბევრი კუთხით შეიძლება მოხდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადებაა - აშშ ბოლომდე დაუდგება უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი. ეს კი რუსეთში ისე გადაითარგმნება თითქოს აგერ ჩვენ ამერიკა გვებრძვის და მასთან ვმარცხდებითო, თუმცა მანამდე პუტინის მხრიდან დასავლეთ-აღმოსავლეთის ომის კონტურების მოხაზვად წარმოჩინდეს ეს ყველაფერი სრულიად მოსალოდნელი იქნება.
- გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზმა დღეს უკრაინელი სამხედროები და ის ბრიტანელი ინსტრუქტორები მოინახულა, რომლებიც უკრაინელებს წვრთნიან. მოტივაცია და მუხტი ძალიან მაღალი აქვთ მათ.
- ძალიან მძიმე წასაკითხი და მოსასმენია ის ამბავი, რომ დასავლელი მკვლევარები საქართველოს თემის განხილვისას იმ კითხვასაც სვამენ ხომ არ არის ოფიციალური თბილისი რუსეთის ფარული მოკავშირე და ხომ არ მოხდება მალე საგარეო ორიენტაციის ცვლილება. ძალიან ცუდი და საქართველოსათვის საშიში კონტურები იკვეთება. ხელისუფლების წინდაუხედავი და მცდარი ნაბიჯებით, კანონებითა და განცხადებებით ქვეყანა იმ ნავში არ აღმოჩნდეს რომელიც იზოლაციისაკენ იქნება მიმართული. მოლდოვამ გაიარა იგორ დოდონის მმართველობის მცდარი გზა 2016-2020 წლებში (მანამდეც არაერთი პრობლემა ჰქონდა ქვეყანას), რამაც ქვეყანა პრორუსულ ორბიტაზე გადართო, ქვეყანას განვითარების შანსები შეუმცირა ხოლო ღარიბი მოსახლეობა კი კიდევ უფრო გაღარიბდა. საქართველომ ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას და იმ ნავში არ უნდა ჩაჯდეს, რომელიც ჩაძირვისთვისაა განწირული.
მიყევი ბმულს - გიორგი კობერიძე
 
 
ბიზნესი
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.