USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
თბილისი
გიორგი კობერიძე - მნიშვნელოვანი ამბები რუსეთ-უკრაინიდან
თარიღი:  708
პრო-უკრაინული საჯარისო ფორმირებები ბელგოროდის რაიონში შებეკინოს მიმართულებით საზღვარი გადაკვეთეს და რუსეთის ტერიტორიაზე შეტევაზე გადავიდნენ. შებეკინო ბელგოროდის ოლქში სიდიდით მეოთხე ქალაქია და უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი ბელგოროდისაკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზეა გაშენებული.
 
ამასთან, შებეკინო და მისი შემოგარენი ძალიან დიდი ინტენსივობით იბომბება. საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმულია "თავისუფალი რუსეთის" და უკრაინის მხარეს მებრძოლი რუს მოხალისეთა დანაყოფი.
 
არის თუ არ ამ შეტევის მიზანი შებეკინოს აღება - რომლის ევაკუაციაც გუშინ დაიწყო - თუ კიდევ ერთი დივერსიული და კონტრშეტევისწინა მოსამზადებელ სამუშაოსთან გვაქვს საქმე, არაა ცნობილი.
 
როგორც არ უნდა იყოს, ადრეც დავწერე და ახლაც გავიმეორებ, ომიდან წელიწადნახევრის შემდეგ ომმა რუსეთის ტერიტორიას მიაღწია და მოსკოვის დაბომბვაც აღარაა საოცრება. 2022 წლის 23 თებერვალს ვინმეს რომ ეს ეთქვა ყველას გაეღიმებოდა.
 
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის