USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
გიორგი კობერიძე - კრემლში ცდილობენ არქტიკის დიდი ნაწილი მანამ აითვისონ, სანამ იქ სხვა მოთამაშეები მყარად მოიკიდებენ ფეხს
თარიღი:  730

შორეულ აღმოსავლეთში, პოლარული წრის ჩრდილოეთით, რუსეთი ძალიან აქტიურად ახორციელებს პევეკის არქტიკული პორტის განვითარებას. მოსკოვმა ჯერ კიდევ უკრაინაში შეჭრამდე დაიწყო პოლარული საპორტო და სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება, მაგრამ ომის ჩიხში შესვლის, სანქციებისა და არაპროგნოზირებადი ჩინური მეზობლობა-მტრობის ფონზე ამ მიმართულებით ყურადღება იზრდება.

ზოგადად, არქტიკული/პოლარული წრის შიგნით ძალიან დიდი რაოდენობით მინერალური რესურსია, შესაბამისად, რუსეთი მის ათვისებას ცდილობს (არამხოლოდ შორეულ აღმოსავლეთში, მათ შორის ევროპის კონტინენტზეც). მაგრამ ეს არაა ყველაფერი - კიდევ ერთი და ფუნდამენტური რამ სწორედ ჩინეთიდან მომავალი საფრთხის ერთგვარი დაბალანსებაცაა - კრემლი თავის მოსახლეობას აქტიურად ახალისებს და ციმბირის ტერიტორიის ათვისებისაკენ მოუწოდებს - მაღალი ხელფასების გარდა მიწებსა და საცხოვრებლებს სთავაზობს.

რუსეთი დიდი ხანია ცდილობს თვითკმარი სახელმწიფო გახდეს. ცხადია, ამის განხორციელება სრულად მსოფლიოში ალბათ არავის შეუძლია, მაგრამ ამ ნიშნულთან მიახლოება კი ბევრის სურვილია. რუსეთის მთავრობაში არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ მათთვის გლობალური დათბობა მომგებიანიც კი შეიძლება აღმოჩნდეს რესურსებზე წვდომის თვალსაზრისით, თუმცა ომის დაწყების შემდეგ არამხოლოდ გაზის საბადოებზე კეთდება აქცენტი არამედ ოქროსა და სხვა მნიშვნელოვან მინერალებზე. ამასთან ყინულმჭრელების განვითარება და ყინულის საფარის ზოგადი შემცირება საზღვაო მიმოსვლის საშუალებას ზრდის.

დაბოლოს, არქტიკული პორტების განვითარებისას კიდევ ერთი მოტივაციაც აქვს რუსეთს - კრემლში ცდილობენ არქტიკის დიდი ნაწილი მანამ აითვისონ, სანამ იქ ისეთი მოთამაშეები მყარად მოიკიდებენ ფეხს, როგორიც აშშ, ნორვეგია, კანადა და ჩინეთია (ეს უკანასკნელი პირდაპირ არ ესაზღვრება არქტიკას, მაგრამ მაინც ცდილობს ინტერესების დაფიქსირებას).

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის