USD 2.8746
EUR 3.0252
RUB 2.7011
თბილისი
გიორგი კობერიძე - 24 თებერვლის შეჯამება უკრაინაში
თარიღი:  309
- დღეს კიევზე და სხვა დიდ ქალაქებზე მოსალოდნელი რუსული სარაკეტო თავდასხმა არ შედგა. ერთი წლის განმავლობაში რუსეთი იმდენად წინდაუხედავად, პოლიტიკური ნიშნით ხარჯავდა თავის სარაკეტო არსენალს, რომ არამხოლოდ უზარმაზარი, პრაქტიკულად გამოუსწორებელი რეპუტაციული ზიანი მიიღო, არამედ სარაკეტო არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილი უშედეგოდ გახარჯა კიდეც. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებით უკრაინელთა წინააღმდეგ ფსიქოლოგიური დარტყმის ნაცვლად კონსოლიდირებული საზოგადოება მიიღო, რომელსაც ბევრად მეტი მოტივაცია აქვს დაიცვას სამშობლო, ვიდრე ერთი წლის განმავლობაში გამოფიტულ რუსულ სამხედრო ნაწილებს.
- რუსული არმია, "ვაგნერი", სადესანტო ძალები, სეპარატისტები და გრუს სპეცრაზმი აგრძელებენ შეტევას დონეცკის რაიონში ბახმუტის მიმართულებით. ქალაქის ჩრდილოეთით, სლავიანსკისაკენ მიმავალი გზის გასწვრივ რუსების მტკიცებით საოკუპაციო ჯარი სოფელ ბერხივკაში შევიდა. რთული სათქმელია შეძლეს თუ არა მათ მთლიანი დასახლების დაკავება თუ კვლავ გრძელდება ბრძოლა, მაგრამ რუსების წინსვლა ამ მიმართულებით მოსალოდნელი იყო - გზიდან უკან გადანაცვლებული უკრაინელების პოზიციები პირდაპირ ხვდებოდა რუსული ცეცხლის ქვეშ.
ბერხივკა უშალოდ არ ემიჯნება ბახმუტს, თუმცა იქვეა უფრო მნიშვნელოვანი სოფელი იაჰიდნე, რომელიც ბახმუტს აკრავს ჩრდილოეთიდან. საბრძოლო მოქმედებებმა უკვე მიაღწია კიდეც ამ დასახლებამდე, სადაც უკრაინელების პოზიციებია განლაგებული. იაჰიდნეს ნაწილში რუსებმა შეღწევა მოახერხეს, მაგრამ უკრაინელებმა მალევე დაიბრუნეს სრული კონტროლი მასზე. თუმცა ასეთი დასახლებების შენარჩუნება გაჭირდება - იმდენადაა დაბომბილი იაჰიდნე, რომ მყარი პოზიციის მოწყობა რურალური ტიპის დასახლებაში შედარებით რთული იქნება. აშკარაა, რომ უკრაინელები მაქსიმალურად ცდილობენ რუსების გამოფიტვას მანამ, სანამ უშალოდ ბახმუტის ტერიტორიაზე გადავა საბრძოლო მოქმედებები ამ მიმართულებიდან. ქალაქი ძალიან კარგადაა ფორტიფიცირებული და თუკი რუსები ქალაქის ირგვლივ არსებული ძალებით ბახმუტში შესვლას შეეცდებიან უკრაინელებმა ისინი იმდენად უნდა გამოიფიტონ, რომ შემდგომი შეტევის განხორციელება ვეღარ შეძლონ.
მეორეს მხრივ რუსებმა შესაძლოა ქალაქის ალყაში მოქცევის მცდელობები გააგრძელონ და უშუალოდ ქალაქზე არსებული ძალების გამოყენებით მაქსიმალური დაწოლა არ განახორციელონ. მაგრამ სათქმელად ადვილია, აღსასრულებლად კი რთული - არ არის ადვილი მთელი ქალაქის სრულ ალყაში მოქცევა. უკრაინელები ლოკალურ კონტრშეტევებს ახორციელებენ და როგორც სამხრეთით დაახევინეს უკან რუსულ ნაწილებს ასევე შეიძლება მოხდეს ჩრდილოეთითაც. ასევე რუსებსა და სეპარატისტებს ის გამოცდილება, ის მოტივაცია და ის შეიარაღება, რაც მარიუპოლის ალყისას ჰქონდათ ბახმუტის მიმართულებით საერთოდ არ აქვთ. ამიტომ ალყის მცდელობა და მისი მყარი შენარჩუნება რთული ამოცანა იქნება რუსეთისათვის.
- უკრაინას აშშ ორ მილიარდიან პაკეტს გადასცემს, რომელშიც განსაკუთრებული აქცენტი დრონებზე კეთდება. Switchblade 600 თვითგანადგურებადი დრონებია, რომლებიც შედარებით მსუბუქად შეიარაღებულ ჯავშნებს აზიანებს. უცნაურია, მაგრამ აქამდე Switchblade 600-ების გამოყენება საბრძოლო მოქმედებებში არ გვინახავს, მაშინ, როდესაც Switchblade 300-ები ცოცხალი ძალის წინააღმდეგ რამდენჯერმე იქნა ნაჩვენები. სავარაუდოა, რომ დიდი რაოდენობით 600-ების გადაცემის შემთხვევაში რუსულ ჯავშანტექნიკაზე მათი გამოყენება ყოველდღიურ რეალობად იქცეს.
რაც მთავარია აშშ-ს დახმარების პაკეტში შედის jump 20 და Altius 600 სადაზვერვო დრონები. პირველ მათგანს რადიუსი 185 კილომეტრი აქვს, მეორეს კი 400, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებლებია. ეს იმ ტენდენციაზე მიუთითებს, რომ აშშ-ს სურვილია უკრაინელებმა ციდან ხმელეთი სრულად გააკონტროლონ და სამიზნის კორექტირებაც გაუადვილდეთ. მაგრამ არის მეორე შესაძლებლობაც - უფრო ჰიპოთეზა: უკრაინელებს შეუძლიათ სადაზვერვო დრონები, რომელთაც 14 საათიანი ფრენის შესაძლებლობა აქვთ, საჭიროების შემთხვევაში, გადააკეთონ თვითმკვლელ დრონებადაც კი, რომელთა მეშვეობით მოწინააღმდეგის ამუნიციის საწყობებზე ფრონტის ხაზიდან საკმაოდ მოშორებით შეძლონ თავდასხმა მაღალი სიზუსტის თავდასხმა. თუმცა ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა და უკრაინელები ისედაც იყენებენ კომერციულ დრონებს ამ მიზნისათვის, მაგრამ ადრეა სრული დასკვნების გამოტანა.
- უკრაინაში ჩავიდა ოთხი პოლონური (გერმანული წარმოების) ლეოპარდ 2 ტანკი, რომელიც ქვეყნის პრემიერმა მორავიეცკიმ საზეიმოდ ჩაიტანა. ლეოპარდები კარგად მანევრირებად, შედარებით მსუბუქი და მძლავრი საბრძოლო ტანკია, რომელიც ცივი ომის დროს სწორედ პოტენციური ევროპული საბრძოლო თეატრისათვის შეიქმნა. ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე უკრაინაში "ლეოპარდები" გამოჩნდნენ, რაც ერთი წლის წინ სრულიად წარმოუდგენლად ჩანდა.
- ჩინეთმა ომის დასრულების სამშვიდობო გეგმა შესთავაზა რუსეთსა და უკრაინას. გეგმა 12 პუნქტიანია და საკმაოდ ზოგად პრინციპებზე აგებული, მაგრამ კონცეფცია დაახლოებით ასეთია: ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს მოლაპარაკებები; ქვეყნების სუვერენიტეტი უნდა იყოს დაურღვეველი - თუმცა როგორ საზღვრებში მოლაპარაკების საგანი იქნება; რეგიონში სამხედრო ბლოკების ფორმირება და მათი გაფართოება არ უნდა მოხდეს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩინური გეგმა რუსული სამხედრო-პოლიტიკური მიზნების დიდ ნაწილს მოიცავს და ცხადია ამას ოფიციალური კიევი არ გაიზიარებს.
ამ ფონზე ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო დაახლოება გაგრძელდება. ჩინეთს რუსეთის ომიდან სრულად და სწრაფად გამოთიშვა არ უნდა. შესაბამისად, მან ან მისმა მოკავშირეებმა (მათ შორის საარტილერიო ჭურვების უზარმაზარმა ქვეყანა ჩრდილოეთ კორეამ) გარკვეული ტიპის იარაღის მიწოდება წამოიწყონ/გაზარდონ სრულიად მოსალოდნელია. ჩინეთისათვის რუსეთი გრძელვადიანი მოკავშირე ნამდვილად არ არის, მაგრამ რუსეთისა და დასავლეთის ხანგრძლივი დროით დაპირისპირება და მისგან ფოკუსის სხვა მიმართულებით გადატანა კი ნამდვილად სურთ. თუმცა ერთიცაა, ჩინეთი ირანივით ნაკლებად სავარაუდოა ჩაერიოს იარაღის რუსეთისათვის მიწოდების პროცესში და მასშტაბში. ეს მისთვის ძალიან რისკიანი სვლა იქნება ეკონომიკური და სანქციური კუთხით და რუსეთს პეკინი არ ჩაჰყვება პოლიტიკურ სამარეში. მესამე ქვეყნების გავლით განახორციელოს ეს ან/და მინიმალურად და ფარულად უშუალოდ თავისი საცავებიდან - უფრო რეალისტურია.
- პრეზიდენტი ზელენსკი ონლაინ დიდი შვიდეულის შეხვედრას დაესწრო. მან აღნიშნა, რომ უკრაინის სრულ გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებულია, თუმცა სანამ ეს რეალობა დადგება რუსეთი იმდენად არაპროგნოზირებადი ძალაა, რომ სხვა ქვეყანაში რომ შეიჭრას გასაკვირი არ იქნებაო. ეს მინიშნება სავარაუდოდ მოლდოვისაკენ იყო მიმართული, რომლის შიგნითაც დემონსტრაციები და პრორუსული პოლიტიკური აქტივობა კვლავ მიმდინარეობს და დნესტრისპირეთში რუსული 2000 სამხედრომდე კონტინგენტი კვლავაც წარმოდგენილია.
- როგორც ჩანს უკრაინელთა წვრთნა დიდ ბრიტანეთსა და სხვა მოკავშირე სახელმწიფოებში კიდევ უფრო გაიზრდება. ახლა თუკი თითო-თითო ბრიგადის მასშტაბის წვრთნა მიმდინარეობს, რომელშიც 5000-მდე უკრაინელი მონაწილეობს, წლის განმავლობაში სინქრონულად მოხდება რამდენიმე ბრიგადის ერთდროული მომზადება და აღჭურვა, რაც უკრაინის სამხედრო ძალების მნიშვნელოვან შემადგენლობას სრულიად დასავლურ სტანდარტზე გადაიყვანს.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
ბიზნესი
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.