USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
თბილისი
გიორგი კობერიძე - 23 თებერვლის შეჯამება უკრაინაში
თარიღი:  777
- ომიდან ერთი წლის თავზე ყველაზე აქტიურად რუსეთი, ბელგოროდის ოლქი იბომბება. შებეკინოს მიდამოებში განლაგებული რუსული არტილერიის დიდი ნაწილი განადგურებულია. დაიბომბა ტიშანკაც. საცეცხლე დაფარვის ქვეშაა ვოლოკონოვკას რაიონის მიმართულება, სადაც რუსული ლოჯისტიკაა გაშლილი და უკრაინაში მყოფ რუსებს ამარაგებს. უკრაინული არტილერია მთელი ოლქის ტერიტორიაზე, საზღვართან ახლოს მდებარე რუსულ საცეცხლე პოზიციებს მთელი დღის განმავლობაში აქტიურად ურტყამს.
ამავე რაიონის თავზე ჩამოვარდა რუსული მოიერიშე სუ 25, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინის მიწიდან გაშვებულმა ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტამ დააზიანა. დაიღუპა რუსი პილოტიც. პილოტების დანაკარგი ყველაზე მაღალია. გამოცდილ ტყვე პილოტებს ზოგჯერ 100 ქვეითზეც კი ცვლიან.
ომიდან ერთი წლის თავზე რუსების მიერ ტანკსაწინააღმდეგო თხრილების მზადება მიმდინარეობს უკრაინის საზღვრის გასწვრივ როგორც ბელგოროდის ისე ბრიანსკის, კურსკის, ვორონეჟისა და როსტოვის რაიონებში. არადა კიევის სამ დღეში აღებას გეგმავდნენ მოსკოვში.
- ბელარუს მოხალისეთა რიცხვი უკრაინულ არმიაში მზარდია. ბოლო თვეებში რაც უფრო ცხადი და რეალური ხდება რუსეთის დამარცხების შანსები უკრაინის მხარეს ბევრი ბელარუსი ეწერება. ლუკაშენკას ეშინია, უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში მოსახლეობა შიგნიდან არ აუჯანყდეს და პინსკისა და რომ პრიპიატის ჭაობებში პოტენციურად განადგურებული ბელარუსული არმიის გარეშე მისი რეჟიმი დაემხობა. ამიტომაა რომ იგი მაქსიმალურად არიდებს თავს პირდაპირ შეტევაზე გადასვლას, მიუხედავად იმისა, რომ კრემლის მხრიდან ამის დაინტერესება მაღალია.
- ომიდან ერთი წლის თავზე ყირიმის ყველა რადიოში უკრაინის უშიშროების უფროსის კირილო ბუდანოვის მიმართვა ისმოდა, რომელიც იუწყებოდა რომ უკრაინა მალე ყირიმსაც გაათავისუფლებდა. რუსული ნაწილების დემორალიზება გრძელდება.
- ბახმუტის აღმოსავლეთ მისადგომებიდან დღეს ვიდეო გაავრცელა "ვაგნერის" უფროსმა ევგენი პრიგოჟინმა. იგი ფრონტის ხაზზე სტუმრობით ერთის მხრივ დემორალიზებული სამხედროების სულისკვეთების ამაღლებას ხოლო მეორეს მხრივ პოლიტიკური კარიერის გაკეთებას ცდილობს. იგი თამამად პოზიციონირებს როგორც უშიში სამხედრო ლიდერი და ამით ირიბად თავდაცვის სამინისტროსა და კრემლს უპირისპირდება, რომლებიც ფრონტზე არ ჩნდებიან.
- დონეცკის რაიონის სამხრეთით, ვუჰლედარზე რუსები ისევ აგრძელებენ სრულიად წარუმატებელ შეტევას. როგორც ირკვევა არამხოლოდ რეალური საზღვაო ქვეითები უტევენ ქალაქს, არამედ მობილიზებული რუსი სამხედროებიც, რომლებიც საზღვაო ქვეითების დანაკარგებს ავსებენ და პირდაპირ საზღვაო ქვეითებად ფორმდებიან, მაგრამ რეალური მათი რეალური ცოდნა უბრალო ქვეითზე დაბალია. ამიტომაცაა ასეთი მასობრივი მსხვერპლი ამ მიმართულებით. ვუჰლედრის ხაზზე ძალიან დიდი სისწრაფით იზრდება არამხოლოდ განეიტრალებული ცოცხალი ძალის, არამედ ტყვეების რაოდენობაც.
- ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ მარიინკას მიმართულების გააქტიურება სცადეს რუსებმა, თუმცა პროცესში მინიმუმ სამი ტანკი, ხუთი ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ორმოცზე მეტი სამხედრო დაკარგეს რის შემდეგაც უკუიქცნენ.
- უკრაინელებმა ხარკივის რაიონში საკუთარი დრონი "ბაირაქტარი" ჩამოაგდეს.
- დონეცკის რაიონში რუსული პოზიციების დამუშავება HIMARS-ის სისტემით გრძელდება. საცეცხლე პოზიციები ქალაქი დონეცკის სიახლოვეს აქტიურად იბომბება.
- დღის განმავლობაში კიდევ ერთხელ დაიბომბა მარიუპოლში მდებარე რუსული სამხედრო ნაწილი.
- ხვალ უკრაინის ცაზე სარაკეტო შეტევის ლოგიკური მოლოდინი არსებობს. შესაძლოა ეს იყოს საკმაოდ მასშტაბური და მრავალმხრივი.
- ბახმუტის სიახლოვეს სამეთაურო პუნქტების აღმოჩენა და საარტილერიო დამუშავება გრძელდება. უკრაინული დრონები სადაზვერვო სამუშაოებს ძალიან მაღალ დონეზე ახორციელებენ. როგორც ჩანს დასავლეთის დახმარებითა და ტექნოლოგიური უპირატესობით ფრონტზე, ლოკალურ წერტილებში არსებული სურათის შესახებ ინფორმაცია უკრაინელებს ძალიან დეტალური აქვთ, რაც მათი მხრიდან ბევრად ცოტა გასროლით ბევრად დიდი ზიანის მიღწევა შეუძლიათ, ვიდრე რუსებს რამდენიმე ასეული რაკეტისა თუ ჭურვის გამოყენებით.
ზოგადი შეფასებით:
უკრაინამ არათუ ერთი წელი გაუძლო და ყველა უთანასწორო საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყანას აჩვენა რომ ბრძოლას აქვს აზრი, არამედ რეალობა გახადა რუსეთის მარცხის შესაძლებლობა. ამასთან, განვლილმა ერთმა წელმა კარგად გამოაჩინა ვინ ვინ არის სინამდვილეში და ყველას თავისი ადგილი მიუჩინა პოლიტიკურ თუ ისტორიულ სანაგვეზე.
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
თბილისი
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.