USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
გიორგი კობერიძე - 2023 წლის 4 ივლისის შეჯამება უკრაინაში
თარიღი:  
- სიტუაცია ბახმუტის ირგვლივ ძალიან აქტიურია. უკრაინელების შეტევასთან ერთად რუსებიც ცდილობენ კონტრშეტევის წარმოებას. პრაქტიკულად ბახმუტის შემოგარენის მთელი პერიმეტრი უწყვეტი ცეცხლის ქვეშაა მოქცეული. ამ ორმხრივი იერიშებისას უპირატესობა უკრაინელებს აქვთ.
- სიტუაცია ცვალებადია კრემინას ტყეში და მის მომიჯნავედ, ლუგანსკის ოლქში. რუსები იერიშის განსახორციელებლად რამდენიმე მიმართულების ტესტირების რეჟიმში არიან. ამ მონაკვეთზე რუსებს საკმაოდ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა ჰყავთ მობილიზებული. ისინი ან უკრაინელთა შეტევის ჩაშლას, ან თავიანთი კონტრშეტევის წამოწყების სურვილია.
როგორც ბახმუტზე და როგორც კრემინაზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რუსები მაქსიმალურად ცდილობენ რომ ინიციატივა არ დაკარგონ. ამისათვის კი იმაზე დიდი მსხვერპლის გაღება უწევთ, ვიდრე შედეგს აღწევენ.
- რუსებმა ზაპორიჟიეს (ენერჰოდარი) ატომური ელექტროსადგურის სახურავის მიმართულებით გარკვეული მოძრაობები განახორციელეს. არის ვარაუდი, რომ შესაძლოა მისი დანაღმვაც კი მომხდარიყო. რუსებს სადგურის ტერიტორია დიდი ხანია დანაღმული აქვთ და ახლა ამ დამატებითი მოძრაობებით ფსიქოლოგიურ ტერორს ცდილობენ. თუმცა მათი მხრიდან შეცდომა ან განზრახ რაიმე უგუნურების ჩადენა გამორიცხული არ არის, რადგან ატომურ ელექტროსადგურზე მოქმედებების შედეგად გამოწვეული ნებისმიერი შედეგი რთულადღა დაექვემდებარება კონტროლს. ესაა მსოფლიოს შანტაჟი, რასაც კარგი შედეგების მოტანა არავისთვის არ შეუძლია რომ ჰქონდეს.
- უკრაინელებმა ქალაქ დონეცკთან, მაკიივკაში, დიდი იარაღის საწყობი დაბომბეს და გაანადგურეს. აფეთქება ძალიან მასშტაბური იყო.
- უკრაინელები დრონებს აქტიურად აწარმოებენ. მთელი ქარხნები - მცირე, საშუალო თუ დიდი - მუშაობენ ამაზე. შეიქმნა ბევრი ე.წ. სტარტაპი. ამ ფონზე უკრაინული დრონების აქტიურობა და მოწინააღმდეგეზე დარტყმები განხორციელდა რუსეთში, ბრიანსკის ოლქში მდგომ რუს სამხედროებზე.
- ზაპორიჟია-დონეცკის ოლქის საზღვარზე, ველიკა ნოვოსილკას სამხრეთით, უკრაინელთა კონტრიერიში გრძელდება და თანაც საკმაოდ აქტიურად. ჯერჯერობით უკრაინელთათვის ეს ყველაზე წარმატებულ მიმართულებად რჩება.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის