USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
გიორგი კალანდაძე - 27 თებერვლის შეჯამება უკრაინაში
თარიღი:  471
- სწრაფად იცვლება სიტუაცია ბახმუტის მიმართულებით. ქალაქის ჩრდილოეთით რუსული დანაყოფები მაქსიმალურად დასავლეთით ცდილობენ გაჭრას და პროცესში რკინიგზის ხაზს მიუყვებიან. მათი მიზანი ქალაქის ირგვლივ არსებული ტერიტორიის მაქსიმალური გარემოცვაა. ამ ფონზე უკრაინელები გარღვევაზე წასულ რუსულ ნაწილებს ფლანგებიდან უტევენ. შეტაკებები განსაკუთრებით ინტენსიური იაჰიდნესა და ბერხივკასთანაა, რომლებიც რუსებმა წინა კვირის განმავლობაში დაიკავეს. ფლანგური კონტრშეტევის მიზანი რუსული არმიის ავანგარდის (წინა ნაწილის) ცენტრალური ძალებისაგან ჩამოშორება და მცირე ალყაში მოქცევაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მცირე ალყის შესაძლებლობას იძლევა მაინც, ასეთი სიტუაციის დადგომა რუსულ წინსვლად შეაჩერებს. თუმცა ვნახოთ, ჯერჯერობით რუსული დანაყოფებიცა და უკრაინელებიც მოქმედებაში არიან.
როგორც ვიცით 25 თებერვალს უკრაინელებმა წყალსაცავი ააფეთქეს ბახმუტში, რამაც ქალაქის უკიდურესი ჩრდილეთ უბნების დატბორვა და ქალაქისაგან მოწყვეტა გამოიწვია (რუკაზე ლურჯადაა მონიშნული დატბორვის ზონა). ეს კი რუსულ შეტევას ამ მიმართულებიდან ანელებს.
ბახმუტის სამხრეთით და აღმოსავლეთ ნაწილში ინტენსიური შეტაკებები გრძელდება. ამ მიმართულებით ტერიტორიების კონტროლი საკმაოდ მყიფეა და თუკი ერთი მიკრორაიონის ერთ უბანს დღის ერთ ნაწილში უკრაინელები აკონტროლებენ დღის მეორე ნაწილში შეიძლება რუსებმა დაიკავონ და შემდგომ ისევ უკრაინელებმა გაათავისუფლონ ტერიტორია. განსაკუთრებით თვალშისაცემია მსგავსი რეალობა ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილში.
- იზიუმის ტყეში ნაწამები და მოკლული მშვიდობიანი უკრაინელი მიცვალებულების ამოსვენებისა და იდენტიფიცირების პროცესი დასრულდა. რუსების მიერ მოკლულ მშვიდობიანებისაგან 194 მამაკაცია, 215 ქალი, 5 ბავშვი. მხოლოდ 22 არის სამხედრო (ტყვეების დახვრეტაც დანაშაულია).
- დონეცკის რაიონის სამხრთ ნაწილში, ვუჰლედართან რუსული წარუმატებელი იერიში გრძელდება. ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ამ მასშტაბის ერთ ადგილას განადგურების პრეცედენტი ერთი წლის წინანდელ თებერვლის რეალობას წააგავს. უკრაინელებს ქალაქის ირგვლივ მთელი პერიმეტრი აქვთ დანაღმული. პრაქტიკულად სიკვდილის ხეივანია ვუჰლედარისაკენ მიმავალი გზა.
- როგორც ჩანს გუშინ მისნკთან მდებარე სამხედრო აეროპორტზე თავდასხმა არა უკრაინელებმა არამედ ბელარუსმა პარტიზანებმა მოაწყვეს (დრონების გამოყენებით). ყოველ შემთხვევაში უკრაინა საკუთარ თავზე არ იღებს ამ დარტყმას. არის ვერსია რომ მოკლულ რუს სამხედროებს შორის იყოს პოლკოვნიკი ნიკოლაი კოლპაკოვიც.
- უკრაინული სამხედრო ნაწილების თავმოყრა მოლდოვას საზღვართან, დნესტრისპირეთის გასწვრივ გრძელდება. ნებისმიერი საფრთხე, რომელიც უკრაინას მოლდოვას ოკუპირებული ნაწილიდან დაემუქრება კარგად ორგანიზებული პასუხით იქნება განეიტრალებული. როგორც ჩანს უკრაინელები სერიოზულად უდგებიან მოლდოვაში მიმდინარე ანტისამთავრობო, პრორუსულ დემონსტრაციებს და ნებისმიერ სცენარს განიხილავენ.
- გამოქვეყნდა ინტერვიუ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელთან - უილიამ ბერნსთან. ინტერვიუში ბერნსი ადასტურებს, რომ იანვარში იგი მოსკოვში იმყოფებოდა, რა დროსაც ნარიშკინს - რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსს - შეხვდა. საუბრისას ბერნსმა მოსკოვს გადასცა გაფრთხილება, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არც კი იფიქრონ, რადგან ამ ყველაფერს აშშ-ს მხრიდან უმძიმესი შედეგები მოჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში კარგად გაიგებს აშშ-ს პირდაპირი განცხადება, მაინც, ბერნსი აღნიშნავს, რომ ნარიშკინი ძალიან ქედმაღლურად ესაუბრებოდა მას. ბერნსის აზრით, მოსკოვში კვლავაც სჯერათ, რომ ომს არ აგებენ. მისივე ხედვით პუტინს საკუთარი მოსახლეობა მცირედითაც კი არ ანაღვლებს და ჯერჯერობით მზადაა ათობით ათასი ადამიანი შეაკლას უკრაინას. თუმცა ყოველთვის ასე ვერ გაგრძელდება.
ამასთან, ბერნსიმ კრემლის ხედვაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც თითქოს აშშ-ს ყურადღების დეფიციტი აქვს და ხანგრძლივი დროით ვერ იქნება ფოკუსირებული უკრაინაზე. ამ იმედით მოსკოვი ფიქრობს, რომ დროთა განმავლობაში დასავლეთი დაიღლება და მისცემს სრულ კარტბლანშს რუსეთს. თუმცა ბერნსი ხაზგასმით აცხადებს, რომ ვაშინგტონი და მოკავშირეები არ აპირებენ უკრაინის მიტოვებას, რადგან ასეთ შემთხვევაში ისეთი პრეცედენტი შეიქმნება, რომელსაც ჩინეთი და სხვა აგრესიული რეჟიმები აუცილებლად გამოიყენებენ თავიანთი ახალი ომების დასაწყებად. ზოგადად, ბერნსი ინტერვიუში ძალიან დიდ დროს უთმობს ჩინეთზე საუბარს.
მიყევი ბმულს - გიორგი კობახიძე
თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის