USD 2.6859
EUR 2.8804
RUB 2.9145
თბილისი
გიორგი ცინცაძე - რბოლა ფსკერისკენ: ნამახვანჰესის ხელშეკრულების კვალდაკვალ
თარიღი:  855

ავტორი გიორგი ცინცაძე

ბიოგრაფია - დაამთავრა კორნელის უნივერსიტეტის გარემოს მეცნიერებებისა და ბუნებრივი რესურსების ფაკულტეტი. 2017 წელს სწავლა ჩიკაგოს უნივერსიტეტში, გარემოს მეცნიერებებისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელა. მისი კვლევითი და ჟურნალისტური ინტერესები კლიმატის ცვლილებას, "რესურსების წყევლისა" და მწვანე კრიტიკულ თეორიებს ეხება. ამჟამად გამოცემა "ლიბერალის" ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებების რედაქტორია

 

მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა სახელმწიფოსა და ინვესტორ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება ნამახვანჰესთან დაკავშირებით, და გამოქვეყნდა ხელშეკრულების კვლევა და შეფასება, პასუხი გაეცა ბევრ კითხვას რიონის ხეობაში დაგეგმილი ჰიდროენერგეტიკული პროექტის შესახებ. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ის პირობები და ვალდებულებები, რომლებსაც პროექტის მონაწილეები ინაწილებენ, ისევე როგორც პროექტთან დაკავშირებული ფისკალური და სოციალური საფრთხეები. თუმცა, ხელშეკრულებამ გააჩინა ახალი კითხვებიც. ახალ კითხვებს შორის ერთ-ერთი ქართული სახელმწიფოს მოტივაციას ეხება - მის მოწადინებას დადოს ხელშეკრულებები, რომლებიც როგორც ერთი შეხედვით, ისე სიღრმისეული შესწავლისასაც წამგებიანი ჩანს თავად სახელმწიფოსთვის.

/ინვესტორ კომპანიებსა და მასპინძელ ქვეყნებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები საინვესტიციო კაპიტალისთვის მიმდინარე გლობალური კონკურენციის გამოძახილია. ამ გლობალურ კონკურენციას ინვესტიციებისთვის უწოდებენ “რბოლას ფსკერისკენ,” რომელშიც “განვითარებადი” ქვეყნები მონაწილეობენ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ისინი იძულებულნი არიან შესაძლო ინვესტორებს კონკურენტებზე უკეთესი პირობები შესთავაზონ - ანუ უფრო დაბალი გადასახადები, ნაკლები გარემოსდაცვითი რეგულაციები, ფინანსური გარანტიები და სახელმწიფო სტრუქტურების მაქსიმალური მხარდაჭერა.[1] შედეგად გლობალური კონკურენცია მონაწილე ქვეყნებში ეკოლოგიურ ნორმებს, გადასახადებს და უსაფრთხოების სტანდარტებს ქვემოთ და ქვემოთ, ფსკერისკენ ექაჩება./

დიდი ჰესები ამ რბოლის ერთ-ერთი ძირითადი ფრონტია. მათი მაღალი საინვესტიციო ღირებულების გამო განვითარებად ქვეყნებში მსგავსი პროექტების ადგილობრივად დაფინანსება, როგორც წესი, ვერ ხერხდება. ამასთან, არარსებული საინჟინრო ცოდნისა და ტექნოლოგიის არქონის გამო, განვითარებად სამყაროში საერთაშორისო პარტნიორების გარეშე ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელება შეუძლებელია. დიდი ჰესების მიმართ ინტერესს ზრდის მზარდი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე და ხშირად დაუსაბუთებელი წარმოდგენებიც მათი ეკოლოგიური უპირეტესობის შესახებ ელექტროენერგიის სხვა წყაროებთან შედარებით.[2]

მკვლევარები მიუთითებენ იმაზეც, რომ ჰიდროენერგეტიკაში მდგომარეობას განსაკუთრებით ამწვავებს ინვესტორების გამოჩენა ჩინეთიდან და სხვა ახლადგამდიდრებული ქვეყნებიდან, სადაც კომპანიებს სოციალური თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სტანდარტებს არც შიდა კანონმდებლობა უწესებს.

ჰიდროენერგეტიკული პროექტების გადანაწილებაში თანდათან გამოვლინდა მკვეთრი დაყოფა ორ საპირისპირო ტენდენციად - ერთი მხრივ დიდი კაშხლების “რენესანსი” განვითარებად მსოფლიოში, ხოლო მეორე მხრივ მათზე ნათქვამი უარი დასავლეთში:[3] “დაწინაურებულ, ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში დიდი კაშხლები აღარ შენდება, ხოლო უკვე არსებული კაშხლები ხშირად მუშაობას წყვეტენ,” ვკითხულობთ ერთ  აკადემიურ სტატიაში, “ეს იმის შედეგია, რომ მდგრადი განვითარების დისკურსმა მკვეთრად ანტი-კაშხლის პოზიცია დაიჭირა, რაც თავის მხრივ გახმაურებული სოციალური და გარემოსდაცვითი კატასტროფების შედეგია ტაილანდსა და ინდოეთში.”[4] თუმცა, “განვითარებად სამყაროში” საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და ახალი ინვესტორები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩინეთია,[5] დიდი კაშხლების მშენებლობის ახალ ტალღას აფინანსებენ. მსოფლიო ბანკის 2009 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, “კაშხლების - განსაკუთრებით მულტიფუნქციური კაშხლების -  მშენებლობა ელექტროენერგიისთვის, სარწყავი წყლისთვის და წყალდიდობისგან დასაცავად განვითარებად ქვეყნებში მზარდია.”[6]

გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები, რეგულაციები და ინვესტორთან დადებული ხელშეკრულებები რბოლის შემაკავებელ ფუნქციას უნდა ასრულებდნენ. გლობალური კონკურენციის პირობებში, ისინი უნდა აწესებდნენ მინიმალურ სტანდარტებს მაინც, მართავდნენ საინვესტიციო პროექტებიდან მიღებული სარგებლის გადანაწილებას და უზრუნველყოფდნენ მათ უსაფრთხოებას. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, მკვლევარები  ამ ბერკეტებს შორის ყველაზე დიდ ყურადღებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების მექანიზმებზე ამახვილებენ.

“გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოთხოვნა და ნებართვის გაცემის პროცესში მის მიხედვით გადაწყვეტილების მიღება ჰიდროენერგეტიკულ პროექტთა მდგრადობის შეფასების საკვანძო ეტაპია, სადაც დგინდება პროექტის შესაბამისობა არსებულ კანონმდებლობასა და გარემოსდაცვით სტანდარტებთან.”[7] ადგილობრივი და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციები “განვითარებად” მსოფლიოში დიდ იმედებს ამყარებდნენ გზშ-ის პროცესის უნარზე ეფექტურად შეემცირებინა ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული სოციალური და ეკოლოგიური საფრთხეები.[8] თუმცა, როგორც უახლესი ემპირიული ლიტერატურა ცხადჰყოფს, იმ ქვეყნებში, სადაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მექანიზმები ახალი დანერგილია, ეს პროცესი მრავალ კორუფციულ ღიობს შეიცავს, რაც მის ეფექტურობას ამცირებს.[9]

ამავდროულად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების თანამედროვე სტანდარტები ხშირად შეფასების ვიწრო და ტექნიკურ ჩარჩოს ეყრდნობა.[10] მათი ენა სავსეა სამეცნიერო ჟარგონით, ხოლო მათი ღირებულებები, მსოფლმხედველობა და პრინციპები, ვინც გზშ ანგარიშებს ამზადებენ და განიხილავენ, ხშირად განსხვავდება ადგილობრივი მოსახლეობების პრიორიტეტებისგან და გამოცდილებისგან.[11] შედეგად, მაშინაც კი როცა ეს მექანიზმი გამართულად მუშაობს, გზშ-ში მოხვედრილი ფაქტორები, როგორც წესი, პროექტების სრული გავლენის მხოლოდ ნაწილს ფარავს.

შესაბამისად, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით გასაკვირი სულაც არაა, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებენ. ქმედითი მექანიზმების გარეშე კი ვიღებთ შიშველ კონკურენციას ღარიბ ქვეყნებს შორის, რაც წამგებიან ხელშეკრულებებში, დარღვეულ გარემოსდაცვით რეგულაციებსა და დაგროვებულ ჭარბ რისკებში ითარგმნება. რბოლაში გამარჯვებულს პრიზად ერგება მასშტაბური ინვესტიცია, თუმცა რბოლის წესები უზრუნველყოფს, რომ მისგან მასპინძელი, საუკეთესო შემთხვევაში, მცირე და მოკლევადიან სარგებელს მიიღებს.

ცხადია, “რბოლა ფსკერისკენ” არსებული ენერგოპოლიტიკის უსამართლობის და არამდგრადობის მხოლოდ ნაწილს ხსნის. გლობალური პროცესების გარდა, საინვესტიციო პროექტების მართვასა და მათ შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას განაპირობებენ სხვა იდეოლოგიური და, ხშირად, ბანალური, პერსონალური ფაქტორებიც. ცხადია, გლობალური კონკურენციის ლოგიკა დიდი ჰესების "რენესანსის" ერთადერთ განმაპირობებელს არ წარმოადგენს, თუმცა მისი გაგება ფართო კონტექსტის უკეთ აღქმისთვის აუცილებელია.

საქართველოს შედარებითი უპირატესობები

არსებული ენერგოპოლიტიკა და ნამახვანჰესთან დაკავშირებით ინვესტორ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება ცხადჰყოფს იმ “შედარებით უპირატესობებს,” რომელსაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ინვესტიციის მოზიდვისთვის თავის ძირითად ნიშად მიიჩნევს. ანუ, ხელშეკრულება ააშკარავებს თუ რას მიიჩნევს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის მთავარ კოზირებად სხვა ქვეყნებთან კონკურენციაში შესვლისას.

ჰესს სჭირდება წყალი და მიწა, რაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას თავის ბუნებრივ მემკვიდრეობად ერგო. ინვესტორ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების “3.2.2.b მუხლის მიხედვით, კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს, აითვისოს, მიმართოს რიონის და მისი შენაკადების, ასევე მდინარე ცხენისწყალის წყლის რესურსი, როგორც ეს საჭირო იქნება პროექტის საორიენტაციო მაქსიმალური გამომუშავების მისაღწევად. გარდა ამისა, ხელშეკრულების 3.13.iv მუხლი შეიცავს საკმაოდ ბუნდოვან ჩანაწერს, საიდანაც იკითხება, რომ მდინარე ცხენისწყლიდან წყლის რესურსის გადმოსროლა უნდა უზრუნველყოს მთავრობამ: „წყლის ბუნებრივი ხელმისაწვდომობის და არსებული გვირაბის სარემონტო სამუშაოების გათვალისწინებით, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ წყალი მიწოდებული იქნება ცხენისწყლის მდინარიდან ნამახვანის კასკადისთვის ბუნებრივი დინებით ზემოაღნიშნული გვირაბის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს ლაჯანურის ჰესის ნაწილს“. ამასთან, სახელმწიფო დებს პირობას, რომ მომავალშიც არ გასცემს წყლით სარგებლობის ისეთ ნებართვას, რომელიც ხელს შეუშლის ნამახვანჰესს. ამასთან,  “კომპანიისათვის უკვე გადაცემული დაახლოებით 600 ჰა მიწის გარდა, ხელშეკრულების მიხედვით, მთავრობა ვალდებულია 1 ლარად გადასცეს კომპანიას სხვა “საჭირო მიწის ნაკვეთებიც”, მაშინაც კი თუ მიწას აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი.”

ეს პრაქტიკა “მიწისა და წყლის მიტაცებად” მოიხსენიება[12] - ანუ პროცესად, როცა მიწა და წყალი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობები საირიგაციოდ, საკვების საწარმოებლად, საძოვრებად ან სხვა მიზნებისთვის იყენებენ, კერძო კომპანიების ხელში ექცევა და ექსკლუზიურად მოგების დაგროვებისთვის მიიმართება. ეს პროცესი მიმდინარეობს განვითარებადი სამყაროს უამრავ სხვადასხვა რეგიონში, სადაც საერთაშორისო კაპიტალი ჰიდროენერგეტიკულ პროექტებში ინვესტირდება, მათ შორის ამის მაგალითია თურქეთიც, სადაც ჰიდროენერგეტიკული სექტორის მიერ წყლის მიტაცების სამ ძირითად პრაქტიკას გამოყოფენ: (1) წყლის გამოყენების უფლების გაკერძოება, (2) სოფლების წყლის გადასროლა ჰესის მოხმარებისთვის და (3) წყლის მართვის კანონმდებლობისა და გადაწყვეტილებების ჰიდროენერგეტიკული სექტორისთვის მორგება.[13] მსგავსი პრაქტიკა მეორდება დღეს რიონის ხეობაშიც, სადაც თურქული კომპანიას ინვესტიციასთან ერთად წყილის მიტაცების ეს პრაქტიკებიც შემოაქვს.

თუმცა, ტრადიციული რესურსები - მიწა, წყალი - და მთაგორიანი ტოპოგრაფია ინვესტიციის მოსაზიდად საკმარისი არაა. გარდა იმისა, რომ “ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი” უხვად მოიძებნება სხვადასხვა ქვეყანასა თუ რეგიონში, ინვესტიციისთვის იბრძვიან ეკონომიკის სხვა სექტორებიც. ანუ ფული რომელიც შეიძლება დაიხარჯოს ჰესის ასაშენებლად საქართველოში, შეიძლება დაიხარჯოს ჰესის ასაშენებლად სხვა ქვეყანაში, ან სულაც წიაღისეულის მოსაპოვებლად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დასაბანდებლად, სააფთიაქო ქსელის შესაქმნელად ადგილობრივად ან სხვაგან. მზარდი კონკურენცია ქვეყნებსა და სექტორებს შორის და ინვესტორის მობილურობა მსოფლიო ბაზარზე წლიდან წლამდე ამძაფრებს რბოლას ფსკერისკენ, ფსკერზე კი იდება ისეთი ხელშეკრულებები, რომელიც საქართველომ ნამახვანჰესის ინვესტორთან გააფორმა.

 დერეგულაცია და დაბალი გადასახადები

პირველი, რასაც საქართველო შესაძლო ინვესტორებს სთავაზობს დერეგულირებული კანონმდებლობაა. სპეციალურად პოტენციური ინვესტორებისთვის განკუთვნილ ვებსაიტზე საქართველო ინვესტორებს ამცნობს, რომ აქ მათ დახვდებათ დაბალი გადასახადები, მუშახელი “კონკურენტულ ფასად” (ამავე უწყების მიერ დამზადებული პრეზენტაცია ხაზს უსვამს, რომ საქართველოში არ არსებობს მინიმალური ხელფასის რეგულაცია) და “მოქნილი შრომის კოდექსი.” ამასთან, ვებსაიტი ინვესტორებს ატყობინებს, რომ  ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსით საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. ყურადღება ეთმობა უშუალოდ ჰიდროენერგეტიკის სფეროსაც, სადაც შესაძლო ინვესტორებს ატყობინებენ, რომ ადგილობრივი ბაზარი დერეგულირებული და ლიბერალურია, რომ “ყველა ახალი ჰესი ‘აშენება-ფლობა-ოპერირების’” მოდელით ხორციელდება, რომ არ არსებობს ქსელზე დაერთების გადასახადი და საექსპორტო ლიცენზია. ინვესტორებს ატყობინებენ იმასაც, რომ ახალი ჰესები პრიორიტეტულად ისარგებლებენ საექსპორტო ხაზით თურქეთის მიმართულებით, რომ ელექტროენერგიის გენერაცია და ექსპორტი თავისუფლდება დამატებით ღირებულების გადასახადისგან (დღგ) და რომ 2 მეგავატზე ნაკლები სიმძლავრის ჰესები  თავისუფლდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისგანაც.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების მანძილზე გარემოსდაცვითი მიმართულებით საქართველოს პარლამენტმა, ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი მიიღო, რომელიც მანამდე გატარებული აგრესიული დერეგულაციის მძიმე შედეგების ნაწილს ამსუბუქებს, ზედამხედველობის მექანიზმები სუსტია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების სხვადასხვა ეტაპები კი მხოლოდ პროცედურულად სრულდება.

 დემოკრატია თუ დაცვა დემოკრატიისგან?

სახელმწიფოს შეთავაზება ინვესტორთათვის უშუალოდ ხელშეკრულებაში შესულ პირობებს სცილდება და მოიცავს ფორმალური და არაფორმალური, გაწერილი და უთქმელი  შეთანხმებების მთელ ჯაჭვს, რომლის ნაწილია სახელმწიფოს მზადყოფნაც საჭიროების შემთხვევაში ინვესტიციის განსახორციელებლად გამოიყენოს საპოლიციო ძალა.

ნამახვანჰესის ხელშეკრულების ერთერთი მუხლის (3.2.20) მიხედვით, მთავრობა იღებს ვალდებულებას საკუთარი ხარჯით დაიცვას ჰესის ნაგებობები, ტერიტორია და გადამცემი ხაზები - დაიცვას, მათ შორის “საპროტესტო აქციის, საბოტაჟის” და რევოლუციისგანაც კი. დამატებით, მთავრობისთვის ეს შეფასდა, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რაც იმის ვალდებულებასაც წარმოშობს, რომ სახელმწიფომ ექსპროპრიაციის ძალით ჩამოართვას მიწა მათ, ვისი საკუთრებაც ინვესტორ კომპანიას დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ჰესის მოწინააღმდეგეთა დასასუსტებლად მკაცრი საპოლიციო ზომების გატარება გავრცელებული პრაქტიკაა მთელს მსოფლიოში, მაშინაც კი როცა წინააღმდეგობის მოძრაობები მშვიდობიანია.[14]

გავრცელებული კლიშეს საპირისპიროდ, რომელიც დემოკრატიას ინვესტიციის მოზიდვის წინაპირობად ასახელებს, ინვესტიციას, როცა ის ასეთი არაპოპულარულია, სჭირდება არა კანონის უზენაესობა, არამედ სასათბურე პირობები და დაცვა დემოკრატიისგან. ამიტომაც წარმოქმნის განვითარების არსებული მოდელი, რომელიც ბუნებრივი რესურსების პრივატიზაციაზე და დერეგულაციაზე დგას, უწყვეტ დაპირისპირებებს ინვესტორებსა და ადგილობრივებს შორის - დაპირისპირებებს რომელიც ხშირად ძალადობრივი ხდება.

რისკი

მასშტაბურ პროექტებს თან ახლავს მასშტაბური რისკები. სახელშეკრულებო მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია პროექტის მონაწილეთა შორის რისკის გადანაწილებაა. ხელშეკრულებების ეს ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასშტაბური ჰიდროენერგეტიკულ პროექტების შეთანხმებისას, რადგან დიდი ჰესი ჭარბ ელექტროენერგიასთან ერთად ჭარბ რისკსაც აწარმოებს. რისკის მკვლევარები საუბრობენ იმაზე, რომ ჰიდროენერგეტიკული მშენებლობებისას, რომლებიც ხანგრძლივი და ძვირადღირებულია, ხშირია გეოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები, მშენებლობის პროცესის გაძნელება და სოციალური თუ პოლიტიკური დაბრკოლებების წარმოშობა.[15] ამ პრობლემებმა შესაძლოა ჰესის მშენებლობა გაჭიანურონ ან ელექტროენერგიის დაგეგმილი რაოდენობის გამომუშავებას შეუშალონ ხელი.

რისკის სამართლიანი და ეფექტური მართვის პრინციპების მიხედვით, ამა თუ იმ რისკ-ფაქტორთან დაკავშირებულ ზარალს საკუთარ თავზე უნდა იღებდეს ის, ვისაც ამ რისკ-ფაქტორის კონტროლი ყველაზე უკეთ შეუძლია, ხოლო იმ რისკებს, ვინც მონაწილეთა კონტროლს მიღმაა, საკუთარ თავზე უნდა იღებდეს პროექტის მფლობელი. მაგალითად, სადერივაციო გვირაბის გამართულად მუშაობაზე პასუხს უნდა აგებდეს ის კონტრაქტორი, ვისაც უშუალოდ გვირაბი გაჰყავს, ხოლო არაპროგნოზირებადი მიწისძვრის შედეგად დამდგარი ზიანი მფლობელი კომპანიის პასუხისმგებლობად უნდა ჩაითვალოს. როგორც წესი, სახელმწიფო სტრუქტურები ცდილობენ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული რისკი შემსრულებელ კომპანიებს დააკისრონ, ისინი კი, ასეთების არსებობის შემთხვევაში მათ კონტრაქტორებსა და ქვე-კონტრაქტორებზე ანაწილებენ.

ნამახვანჰესის შემთხვევაში საქმე გვაქვს რისკის დინებაზე საპირისპირო მიმართულებით - ფიზიკური და პოლიტიკური რისკები, რომლებმაც შესაძლოა ნამახვანჰესის მშენებლობის დასრულებას ან მის გამართულად ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს, თავს სახელმწიფოს ანგარიშზე იყრის. სახელმწიფო, ამ მოლაპარაკებაში, მოქმედებს როგორც ჭარბი რისკის უძირო კალათა. ხელშეკრულების მიხედვით რისკები იყოფა ორ - ფიზიკურ და პოლიტიკურ - კატეგორიად. პოლიტიკური ფორს-მაჟორის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა, მაგალითად, უცხო სახელმწიფოს შემოჭრა, ბლოკადა, ემბარგო და სხვა, ხელშეკრულება ინვესტორ კომპანიას საშუალებას აძლევს, ზიანის ანაზღაურება სახელმწიფოს მოსთხოვოს. ხოლო თუ ხელშეკრულება ფიზიკური ფორს-მაჟორის გამო შეწყდება - როგორიცაა ბუნებრივი სტიქიური მოვლენები - სახელმწიფო ინვესტორს აუნაზღაურებს შეწყვეტამდე დახარჯულ ინვესტიციას და დაფარავს მის სესხს.

ანუ, თუ პროექტი დაგეგმილის მიხედვით განხორციელდება კომპანია უზარმაზარ ფინანსურ მოგებას მიიღებს, ხოლო თუ პროექტი არასასურველი სცენარით განვითარდება, კომპანია მოგების დაგროვებას მაინც შეძლებს, მაგრამ იზარალებს სახელმწიფო. საინვესტიციო პროექტის ჭარბი რისკებისგან დაცლა და შესაძლო ზიანის სახელმწიფო ბანალანსზე გადმოტანა არა მხოლოდ არასამართლიანი, არამედ საფრთხისშემცველი პრაქტიკაცაა, რადგან ის ინვესტორ კომპანიას რისკების სათანადოდ გათვალისწინების აუცილებლობას უკარგავს.

 სიღარიბე და უალტერნატივობა

ბოლოს, შედარებით უპირატესობად უნდა ჩავთვალოთ რიონის ხეობის სიღარიბე და ეკონომიკური უალტერნატივობა, რომელიც ინვესტორს ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებას უადვილებს. რთული წარმოსადგენია, რომ ხეობის რომელიმე მკვიდრს იქაური ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ჰესის აგება ერჩივნოს, უნდოდეს მათ მახლობლად წლების მანძილზე შენდებოდეს გიგანტური ნაგებობები, ისმოდეს მშენებლობის ხმაური და კარ-მიდამო ივსებოდეს სამშენებლო მტვრითა და მძიმე ტექნიკის გამონაბოლქვით. მათ გადაწყვეტილებას რომ გამოუვალი მდგომარეობის ნაცვლად თავისუფალი არჩევანი განაპირობებდეს, სამშენებლო არეალში მოხვედრილ ნაკვეთთა მეპატრონეებთან მოლაპარაკება გაჭირდებოდა. რიონის ხეობის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ სიდუხჭირე არა არსებული ეკონომიკური სისტემის გვერდითი მოვლენა, არამედ მისი შენარჩუნების მექანიზმია, მისი კვლავწარმოებისთვის აუცილებელი წინაპირობა.

ნამახვანჰესის ხელშეკრულება ბუნებრივი რესურსების ათვისების მიმდინარე პოლიტიკის, განვითარების არსებული მოდელის სიმპტომია. დღეს ხეობაში მიმდინარე პროტესტი ეჭვქვეშ აყენებს არა მხოლოდ ერთ მასშტაბურ ჰესს, არამედ იმ ლოგიკას, რომელიც ასეთ პროექტებს ქმნის მთელს ქვეყანაში, და მის ფარგლებს გარეთაც.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Bjorvatn, Kjetil, Hans Jarle Kind, and Hildegunn Kyvik Nordås. "The role of FDI in economic development." (2001)

[2] Atkins, Ed. "Contesting the ‘greening’ of hydropower in the Brazilian Amazon." Political Geography 80 (2020): 102179.

[3] გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ბალკანეთის ნახევარკუნძული, სადაც ჰიდროენერგეტიკული პროექტების დიდი ნაწილი საექსპერტოდ იგეგმება.

[4] Hensengerth, O. (2012). Chinese hydropower companies and environmental norms in countries of the global South: the involvement of Sinohydro in Ghana’s Bui Dam. Environment, Development and Sustainability, 15(2), 285–300. doi:10.1007/s10668-012-9410-4

[5] McDonald, Kristen, Peter Bosshard, and Nicole Brewer. "Exporting dams: China's hydropower industry goes global." Journal of environmental management 90 (2009): S294-S302.

[6] World Bank. (2009). Directions in hydropower. Washington DC: World Bank.

[7]Atkins, E. (2020). Contesting the “greening” of hydropower in the Brazilian Amazon. Political Geography, 80, 102179. doi:10.1016/j.polgeo.2020.102179

[8] Aguilar-Støen, Mariel, and Cecilie Hirsch. "Environmental Impact Assessments, local power and self-determination: The case of mining and hydropower development in Guatemala." The Extractive Industries and Society 2, no. 3 (2015): 472-479.

[9] Williams, Aled, and Kendra Dupuy. "Deciding over nature: Corruption and environmental impact assessments." Environmental Impact Assessment Review 65 (2017): 118-124.

[10] Jay, S., Jones, C., Slinn, P., & Wood, C. (2007). Environmental impact assessment: Retrospect and prospect. Environmental Impact Assessment Review, 27(4), 287–300. https://doi.org/10.1016/j.eiar.2006.12.001.

[11] Aguilar-Støen, M., & Hirsch, C. (2017). Bottom-up responses to environmental and social impact assessments: A case study from Guatemala. Environmental Impact Assessment Review, 62, 225–232. https://doi.org/10.1016/j.eiar.2016.08.003.

[12] Islar, Mine. "Privatised hydropower development in Turkey: a case of water grabbing?." Water Alternatives 5, no. 2 (2012): 376.

[13] ^ibid.

[14] Susskind, L., Kausel, T., Aylwin, J., & Fierman, E. (2014). The Future of Hydropower in Chile. Journal of Energy & Natural Resources Law, 32(4), 425–481. doi:10.1080/02646811.2014.11435370

[15] de Sousa Júnior, Wilson Cabral, and John Reid. "Uncertainties in Amazon hydropower development: Risk scenarios and environmental issues around the Belo Monte dam." Water Alternatives 3, no. 2 (2010).

წყაროhttps://emc.org.ge/

თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 26 აპრილს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ  მეფის  გამზირის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ),  რკინიგზის  სადგურის  მიმდებარე  ტერიტორიის, ხუდადოვის,  ჩხიკვაძის,   მესხის,  არგვეთის, ტყეშელაშვილის, მანგლისის, ზაქარაიას, მანჯგალაძის, ქურდიანის, ჩერნიშევსკის, ჯავახიშვილის, არჩილ და გია ქურდიანების, ჩიქობავას, ნეკრასოვის, აბასთუმნის, სამღერეთის, გოგოლის,  ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, თევდორე მღვდლის, კონსტიტუციის და წინამძღვრიშვილის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), დიდი ჯიხაიშის, ბენდელიანის, სანერგეს,  იმერეთის,  ცოტნე დადიანის,  წმინდა მელქისედექ I, კავთისხევის,  ჭყონდიდელის,  დეპოს,  მრევლიშვილის, კოხრეიძის, საყვირის, სვანეთის,  იფნევის,  იფნის,  კვერნაულის,  ზვარეთის,  დვირის და ედისის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, კოსტავას, ბალანჩივაძეების,    რამიშვილის, ჩიქოვანის, კუტუზოვის, გამრეკელის, ცაგარელის, ცინცაძის და მიცკევიჩის   ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის, სოფელი გლდანის, გაზის დასახლების,  ანდრონიკაშვილის,  კაჭარავას, ჯანჯღავას და კბილაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თელავის,  წინანდლის,  კობარეთის და ზურაბიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის მე-10 კილომეტრის, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის მასივის I კვარტლის,  ბოხუას, ტერევერკოვის, ბელიაშვილის, ბერძენიშვილის,  ჩაჩუას,  ჭიაურელის,  ერისთავის,  ლუბლიანას,  ჯორჯ  ბალანჩინის და  გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით  აღმაშენებლის  გამზირის (ნაწილობრივ),  მარშალ გელოვანის  გამზირის,  მტკვრის მარჯვენა  სანაპიროს, დიღმის მასივის II კვარტლის (ნაწილობრივ),  ბაქრაძის,  უზნაძის,  დუმბაძის და დგებუაძის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების,  წყნეთის გზატკეცილის, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ),  წყნეთის და ტაბლიაშვილის   ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის  გზატკეცილის, ქობულეთის და შროშის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ), დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ), კირილე უკლებას, მთაწმინდის,  ბესიკის, მოსიძის,  ჩიტაძის და კრავეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის, კოტე აფხაზის, ცინცაძის,  ნაკაშიძეების, ავლევის, ყავლაშვილის, ვერცხლის, ოქრომჭედლების და დიუმას ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ),  ვარკეთილის მეტროს  მიმდებარე ტერიტორიის,  ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ჯავახეთის, ჩაჩუას, ხომლელის, ხვედელიძის, კალოუბნის,  უძოს,  მხარგრძელის,  17 შინდისელი  გმირის,  შანდორ  პეტეფის,  რამიშვილის, წულუკიძის, მანდელშტამის, ლაღიძის და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის     ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, V მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ზემო ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების,  ბერი გაბრიელ სალოსის, თრიალეთის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯიქიას, ორბელების, ხარაბაძის, კვაჭანტირაძის, ანდღულაძის, ქობულაძის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ბუკისციხის, კობცოვის,  ბეგიაშვილის, ონაშვილის, ანთიმოზ ივერიელის, ტატიშვილის, მანდელშტამის, ლაღიძის, ქიზიყის,  იგოთის,  ლოლაძის,  კაცხის და კაჭარავას  ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.