USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
გიორგი გახარიამ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ორჯერ ნოკაუტში ჩააგდო
Date:  704

გიორგი გახარიამ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ორჯერ ნოკაუტში ჩააგდო. გუშინ დადეს ვარჯიშის სურათები, ეტყობა, რომ შეეშინებინათ, არც ეს ვარჯიში გაჭრის, გახარიას და "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარეს არის სიმართლე, ეს იგებს დებატებს და არა მოთელვები და ამით შეშინება „ფეისბუქ“ სივრციდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია მხოლოდ მაშინ მოდის პარლამენტში, როცა სურს, რეიტინგულ ლიდერს ზიანი მიაყენოს.

"გიორგი გახარია უკანასკნელ პერიოდში უკვე ორჯერ იყო მოსული საქართველოს პარლამენტში. სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ არ მოდიოდა, ჩამოიშალა და ხვალ მოდის მესამედაც. დარწმუნებული ვარ, ისევე ამომწურავი პასუხები ექნება, როგორც წინა ორ შემთხვევაში. თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი მან ორჯერ ნოკაუტში ჩააგდო. გუშინ დადეს ვარჯიშის სურათები. ეტყობა რომ შეეშინებინათ, არც ეს ვარჯიში გაჭრის, რადგან მარტო ორატორობა არ არის საკმარისი, მართალი უნდა იყო, როცა გინდა პოლიტიკური დებატები მოიგო. ამ შემთხვევაში, გახარიას და "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარეს არის სიმართლე და ეს იგებს დებატებს და არა რაღაც მოთელვები და ამით შეშინება „ფეისბუქ სივრციდან“.

ისინი, როგორც მავნებლური და უკვე კრიმინალურ ოპოზიციად ჩამოყალიბებული კლასტერი მოდიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ფიქრობენ, რომ ზიანს მიაყენებენ ხელისუფლებას. როცა საქმეზე მიდგება ხოლმე საქმე, ამ შემთხვევაში, პარლამენტში არ დადიან. ისინი კონსტიტუციას არაფრად აგდებენ და მოდიან მაშინ, როცა უნდათ ერთ- ერთ რეინტინგულ ლიდერს ზიანი მიაყენონ, სხვა ფუნქცია, დანიშნულება მათ აღარ აქვთ, გარდა მავნებლობისა და კრიმინალური პოლიტიკური მენტალობის შექმნისა, როცა ხალხის რეალურ საჭიროებებზე, ბიუჯეტზეა ლაპარაკი, მაშინ არ მოდიან და ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს. საბოლოოდ, კრიმინალები ისჯებიან სასამართლოს და სახელმწიფოს მიერ და კრიმინალური ოპოზიცია დაისჯება ხალხის მიერ. საბოლოო განაჩენი გამოცხადდება 31 ოქტომბერს ხალხის მიერ," - განაცხადა მდინარაძემ.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way