რატომ შევიდნენ რისკ-ჯგუფებში სასულიერო პირები - პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ტესტირების ალგორითმში სასულიერო პირების მოხვედრა ეპიდემიოლოგების მიერ რისკების შეფასებას უკავშირდება.
"ეს უკავშირდება ყველაფერს და პირველ რიგში, რისკების შეფასებას ეპიდემიოლოგების მხრიდან. საერთოდ, ამ პროტოკოლის შეცვლა დაკავშირებულია რისკების შეფასებასთან და რა თქმა უნდა, ეპიდემიის განვითარებასთან, ახალ ეტაპზე გადასვლასთან ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ახლა შიდა გავრცელების ეტაპზე ვართ", - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრომ და ექსპერტებმა ტესტირების ალგორიმთი შეიმუშავეს..
ახალი ალგორითმი 4 ჯგუფის ტესტირებას ითვალისწინებს. ტესტირებები ჩაუტარდებათ: მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ პირებს სპეფიციური სიმპტომებით, უსიმპტომო პირებს მაღალი რისკის ჯგუფებიდან სტრატეგიულ ობიექტებში (მედპერსონალი), ჰოსპიტალიზებულ და ამბულატორიულ პაციენტებს და ორგანიზებულ ჯგუფებს.