USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
Тбилиси
გიორგი გახარია - მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო სრულად შეფასებული სწორედ
дата:  783

კლინიკური მართვის ახალი პრინციპების შესაბამისად, ბინაზე, კოვიდსასტუმროებში, საავადმყოფოებში მართვა ის ერთადერთი გადამოსავალია, რომლითაც ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ჯანდაცვის სისტემას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ქართული ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჯანდაცვის სისტემის მომსახურება იმ ადამიანებს მოხმარდეს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

„იმის მიუხედავად, რომ გლობალურად მსოფლიოში მდგომარეობა მძიმდება, როგორც ჩანს, მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო სრულად შეფასებული სწორედ. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში, ლოკდაუნების რაოდენობა იზრდება, ისევე როგორც ინფიცირებულების რაოდენობაც იზრდება, გამართული ეკონომიკის და ძლიერი ჯანდაცვის მქონე ქვეყნებს უჭირთ გამკლავება ინფიცირების მასობრივ განვითარებასთან. მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგია არის ადაპტაციის და წერტოვანი შეზღუდვების და ამ სტრატეგიას მივყვებით.

ამას გავაგრძელებთ, თუმცა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ისე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ რის. ამიტომ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის მომსახურება და სერვისები ყველაზე მეტად მოხმარდეს იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე უფრო მეტად სჭირდება: ჩვენს ხანდაზმულებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ უფრო ეფექტიანი ოპერირება შეძლოს. კლინიკური მართვის ახალი პრინციპების შესაბამისად, ბინაზე, კოვიდსასტუმროებში, საავადმყოფოებში მართვა ის ერთადერთი გამოსავალია, რომლითაც ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ჯანდაცვის სისტემას. მივმართოთ ძირითადი ყურადღება სწორედ ჩვენი იმ მოქალაქეების მიმართ, რომელთაც ყველაზე უფრო მეტად სჭირდებათ 24-საათიანი მეთვალყურეობა. ჩვენ გვეჭირა ბალანსი ჯანმრთელობას, ადამიანის სიცოცხლისა და ეკონომიკის გადარჩენასთან მიმართებით და ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას, რამეთუ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს ეკონომიკას უნდა შევუნარჩუნოთ”, - განაცხადა გახარიამ.

Тбилиси
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
более
голосование
Кстати