USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
გიორგი გახარია NDI -ის პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს შეხვდა
Date:  593
გიორგი გახარიამ დერეკ მიტჩელთან საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილა. ასევე, გააცნო პარტია „საქართველოსთვის“ სამომავლო გეგმები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დემოკრატიის, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და ამ გამოწვევების დაძლევის გზებს.
საუბარი შეეხო 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე პროცესებს.
 ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way