USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
გიორგი გახარია - "ბავშვები საკლასო ოთახებს უნდა დაუბრუნდნენ"
Date:  661

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა მასშტაბური შეზღუდვების დაწესებას არ აპირებს. მთავარობის მათაურის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ შეზღუდვები დაწესდება, ეს იქნება წერტილოვანი და მიზნობრივი შეზღუდვები.

გარდა ამისა, გახარიას თქმით, უნდა ადღდგეს სასწავლო პროცესი და "ბავშვები საკლასო ოთახებს უნდა დაუბრუნდნენ".

სკოლის დაწყების ზუსტ თარიღს საკორდინაციო საბჭო განსაზღვრავს.

"დღეს გვექნება საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, რომელზეც განვიხილავთ სასწავლო პროცესის აღდგენას ქვეყანაში. რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ", - განაცხადა გახარიამ.
tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way