პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ფხაკაძემ facebook-ის ლაივ-ჩართვის დროს განაცხადა.
"დღეიდან, ორშაბათიდან, საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო – დიახ, დიახ, გიორგი ფხაკაძე ფიქრობს ასე, მისი ე.წ "აფერისტული განათლებით" და ექსპერტიზობით, საქართველოში დაიწყო მესამე ტალღა. ტალღის არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ყოველ დღე 10 000 ადამიანი უნდა ჰყავდეს ქვეყანას ინფიცირებული. ტალღა ნელ-ნელა გეპარება. ჩემი სიტყვები გაიხსენეთ 2 კვირაში," – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.