USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
გიორგი ბაქრაძე - ყველა სფეროში წერტილი უნდა დაესვას ე.წ. "ქართულ-ჯიგრულ პონტს"
თარიღი:  628

მგონი, ყველაზე მნიშვნელოვანია, წერტილი დაესვას ე.წ. „ქართულ-ჯიგრულ პონტს“, ყველა სფეროში მთავარია პროფესიონალიზმი“ - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „პროკრედიტ ბანკის“ დირექტორთა საბჭოს დირექტორთა საბჭოს მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ წამყვანის შესაბამის კითხვას.

რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის? - ამ კითხვაზე პასუხისას, ეკონომისტმა განსაკუთრებით განათლების და სასამართლო სისტემების რეფორმა გამოყო.

„პირველ რიგში, ჩემი აზრით, გვჭირდება გაუმჯობესებული სასამართლო სისტემა, რომელიც ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ ინსტიტუტს წარმოადგენს.

უკიდურესად მნიშვნელოვანია განათლება, თან ისეთი განათლება, რომელიც შესაბამისობაში იქნება სამუშაო ძალის ბაზრის მოთხოვნასთან. მარტივად რომ ვთქვათ, ახალგაზრდა უნდა ირჩევდეს არა პრესტიჟულ პროფესიას, ან ისეთს, რომლითაც მშობლები ან ბებია-ბაბუა იამაყებენ, არამედ იმას, რაც ახლაა საჭირო და რაც, მათ შორის, მაღალი შემოსავლის გარანტიას იძლევა.

ის დრო, როდესაც ყველა იურიდიულზე ან სამედიცინოზე ან, თუნდაც, ეკონომიკურზე მიდიოდა, აღარაა და აღარც იმის ფუფუნება გვაქვს, რომ ასობით უმუშევარი იურისტი ან ეკონომისტი გვყავდეს, რომლებიც, საბოლოოდ, მაინც სხვა კვალიფიკაციას ირჩევენ.

სხვათა შორის, ამ მხრივ, „პროკრედიტ ბანკს“ თავისი წვლილი შეაქვს - ჩვენთან, ყველა ახალი თანამშრომელი საკმაოდ მნიშვნელოვან ტრენინგს გადის“, - ამბობს გიორგი ბაქრაძე.

თელარა გელანტია

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის