USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული ბრალს აღიარებს
თარიღი:  930

გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ 48 წლის შოთა ქარუმიძის ადვოკატის, ალექსანდრე ამირხანაშვილის განცხადებით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ქარუმიძეს გამოძიებისთვის ინფორმაცია როგორც მოწმეს აქვს მიწოდებული.

კითხვაზე - როგორც საგამოძიებო უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, დაუკავშირდა თუ არა ბრალდებულს ბაჩიაშვილია მამა? - ადვოკატი პასუხობს, რომ „ქარუმიძე ეჭვობს, რომ პირი, რომელიც მას ესაუბრა, ბაჩიაშვილის მამა იყო“.

„გუშინ წაუყენეს ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებაზე. ის დაეთანხმა ბრალს, აღიარებს წარდგენილ ბრალდებას. ინფორმაცია მიწოდებული აქვს მოწმის სახით, როგორც ბრალდებულს ინფორმაცია არ მიუწოდებია, უბრალოდ დაეთანხმა ბრალს“,- განაცხადა ამირხანაშვილმა.

მისივე თქმით, ბრალდებულს ბაჩიაშვილის მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი არ უნახავს, მას მხოლოდ ტელეფონით ესაუბრა.

„ამ დეტალებზე არ მისაუბრია, ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ, რაც მოვასწარი მასთან საუბარი, იმის მიხედვით, ის ეჭვობს, რომ მას ბაჩიაშვილის მამა ესაუბრა, თუმცა, ის თვალით არ უნახავს, უშუალოდ ბაჩიაშვილს შეხვდა, სხვას არავის“,- განაცხადა ამირხანაშვილმა.

ის სასამართლოს ქარუმიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას შესთავაზებს.

ცნობისთვის, შოთა ქარუმიძემ მიმდინარე წლის 2 მარტს, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად და ფულადი თანხის სანაცვლოდ, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მალულად გადაიყვანა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც, როგორც ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.

„დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის