USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს
თარიღი:  1585

"თბილისი პოსტი" გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც მართმადიდებლური სამყარო  განსაკუთრებით აღნიშნავს.

ეს  უდიდესი დღესასწაული უკავშირდება განახლებისა და ნათელი მომავლის რწმენას, რომელსაც მშვიდობის, ბედნეირებისა და კეთილდღეობის იმედით ვხვდებით.

გისურვებთ, სულიერ სიმშვიდეს, სიყვარულსა და ჯანმრთელობას. მრავალ ბედნიერ შობას დაესწარით, თქვენს ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად.

ქრისტეს შობა (შობა) — ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული, აღინიშნება 25 დეკემბერს. ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს (რაც გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა). 

ისტორია

377 წლამდე საქრისტიანოს აღმოსავლეთ ნაწილში შობა იდღესასწაულებოდა 6 იანვარს, ნათლისღებასთან ერთად, სწორედ ისე, როგორც ის დარჩა შეერთებული სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში. იოანე ოქროპირის ინიციატივით და მეცადინეობით, შობის დღესასწაული გამოიყო და გადაიტანეს დეკემბრის 25-ზე. იმ დროინდელ სწავლულთა (გრიგოლ ნოსელისა, აგვისტინე იპპონელისა და სხვ.) გამოკვლევით, ქრისტეს შობა მოხდა ზამთრის მზის მოქცევის დღეს — 25 დეკემბერს, სწორედ იმ დღეს, როდესაც მზე და დედამიწა იწყებენ ერთმანეთთან დაახლოებას.

1923 წელს საქართველოს ეკლესიამ, ქრისტეფორე III-ის (ციცქიშვილი) მამამთავრობისას, პირველად სცადა ახალი კალენდრის შემოღება, რის შედეგადაც ახალი სტილის კალენდარი 1923-1925 წლების განმავლობაში მოქმედებდა ჩვენს ეკლესიაში, თუმცა მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. 1927 წლის 24 ივნისის კათოლიკოს-პატრიარქთა წმინდა ამბროსის (ხელაია) მამამთავრობისას საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განაჩინა შობის დღის ახალი სტილით, 25 დეკემბრის აღნიშვნის შესახებ. საეკლესიო კრების გადაწყვეტილება მხოლოდ შეჩერებულია. 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა განაჩინა ახალი სტილის დროებით შეჩერებაზე. განჩინება მღვდელმთავრებს ავალებდა, მომავალში მაინც გაეწიათ პროპაგანდა ახალი სტილის სასარგებლოდ.

ქრისტეშობის აღნიშვნა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიებში

მსოფლიოში არსებული 17 ავტოკეფალური (კერძოდ, 14 საყოველთაოდ აღიარებული და 3 ნაწილობრივ აღიარებული: ამერიკის, უკრაინის, ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიები) ეკლესიიდან 11 ავტოკეფალური ეკლესია იყენებს შესწორებულ იულიუსის კალენდარს და ქრისტეშობას აღნიშნავს 25 დეკემბერს.

ესენია:

  1. კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია (ათონის მთის მონასტრების გამოკლებით);
  2. ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია;
  3. ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია (სირია, ლიბანი, ერაყი);
  4. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
  5. ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
  6. საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
  7. კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია;
  8. ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
  9. ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
  10. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია;
  11. ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია.

მსოფლიოში არსებული 6 ავტოკეფალური ეკლესია იყენებს იულიუსის კალენდარს და ქრისტეშობას აღნიშნავს 7 იანვარს (ძვ. სტილით 25 დეკემბერს).

ესენია:

  1. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია;
  2. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია (მასში შედის ბელორუსის და მოლდოვის ეკლესიებიც);
  3. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია;
  4. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
  5. პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
  6. მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესი
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის