დღეს მე არ ვიქნები „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება - მე პარტია დავტოვე“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გიგი უგულავა აღნიშნავს, პარტიას განახლება სჭირდება.
„2020-ის არჩევნების ტოტალური გაყალბების მიუხედავად, პარტიისთვის ეს არჩევნები წარუმატებელი იყო. ასეთ დროს სრულიად ლოგიკურია, რომ მმართველმა ლიდერებმა აღარ იყარონ კენჭი და მისცეს სხვებს შესაძლებლობა განავითაროს პარტია. ამასვე ითვალისწინებს პარტიის წესდებაც. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ. სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრება გავწეულიყავით პარტიის მართვისგან, დავრჩენილიყავით მხოლოდ პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად, არ გაიზიარა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ. მისი არგუმენტია, რომ ახლა ამის დრო არაა. ჩემის აზრით, ეს არასწორია, რადგან ამ ლოგიკით ამის დრო არც არასდროს დადგება. ლიდერობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ გყოფნის ნება გაიწიო და არ დაელოდო როდის გაგწევენ.
პარტიას განახლება სჭირდება, განახლება რომელიც მემკვიდრეობითობას, კურსის გაგრძელებას, მის გაუმჯობესებას და არა წარსულთან დაპირისპირებას ან უარყოფას, გულისხმობს. ვწუხვარ, მაგრამ გზა რომელიც ახლა პარტიამ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ.
მადლობას ვუხდი პარტიის ყველა წევრს, განურჩევლად რა პოზიციაზე ის. ყველა ეს ადამიანი ჩემთვის ძვირფასია. მჯერა, რომ პარტიით თუ უპარტიოდ ისინი თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლაში თავის სიტყვას იტყვიან. მადლობას ვუხდი გიგა ბოკერიას. ჩვენი ურთიერთობა გასული საუკუნიდან იწყება. ბევრი რამ გადაგვიტანია ერთად, ბევრისთვისაც მიგვიღწევია. ბევრ საკითხში ჩვენ თანამოაზრეები ვართ, მაგრამ ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა. ის რაც მისთვის პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა. თუმცა არც ამას აქვს ახლა მნიშვნელობა. იმის მიუხედავად, თუ როგორ ვუყურებ „ევროპული საქართველოს“ პერსპექტივას, მე მას გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ.
მე თავად ვაპირებ ვიყო უპარტიოდ. ვიქნები ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ პარტიებთან თუ სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად ბრძოლაში. შესაბამისად,“ევროპულ საქართველოსთანაც“ ცივილიზებული, საქმიანი ურთიერთობის იმედს ვიტოვებ.
პ.ს. ამ თემაზე აღარ ვაპირებ საჯარო საუბარს თუ დისკუსიას. შესაბამისად ,მედიას უმორჩილესად გთხოვთ, ინტერესის შემთხვევაში, ისარგებლოთ ამ განცხადებით”,- წერს უგულავა.
შშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპთან ვენესუელას პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გასულ თვეში გამართული სატელეფონო საუბრის დროს გადადგომის და ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვებისთვის ვადა გასული კვირის პარასკევამდე მისცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ 21 ნოემბრის საუბარს წინ უძღოდა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე ზეწოლის გაზრდა თვეების განმავლობაში, მათ შორის კარიბის ზღვის აუზში ნარკოტიკების კონტრაბანდაში სავარაუდოდ ჩართულ გემებზე დარტყმები, ტრამპის მუქარა ხმელეთზე სამხედრო ოპერაციების გაფართოების შესახებ და Cartel de los Soles-ის, ჯგუფის, რომლის წევრიც ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, მადუროა, უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება.
Reuters-ის წყაროების ცნობით, სატელეფონო საუბრისას მადურომ ტრამპს განუცხადა, რომ მზად იყო დაეტოვებინა ვენესუელა იმ პირობით, რომ მას და მის ოჯახის წევრებს სრული სამართლებრივი ამნისტია ექნებოდათ, მათ შორის აშშ-ის ყველა სანქციის მოხსნა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მისი საქმის შეწყვეტა.
მან ასევე მოითხოვა სანქციების მოხსნა 100-ზე მეტი ვენესუელელი ჩინოვნიკისთვის, რომელთაგან ბევრს აშშ ადამიანის უფლებების დარღვევაში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში ან კორუფციაში ადანაშაულებს,
მადურომ ასევე ითხოვა, რომ ახალი არჩევნების ჩატარებამდე დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესი ყოფილიყო.
სატელეფონო საუბარის დრომ ტრამპმა მისი მოთხოვნების უმეტესობა უარყო, თუმცა მადუროს უთხრა, რომ მას ერთი კვირა ჰქონდა ოჯახის წევრებთან ერთად ვენესუელას დასატოვებლად.
წყაროების ცნობით, უსაფრთხო გასვლის ვადა პარასკევს ამოიწურა, რის გამოც ტრამპმა შაბათს ვენესუელას საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ განაცხადა.
მადურო და მისი მთავრობა აშშ-ის ადმინისტრაციის ყველა ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს ვენესუელაში რეჟიმის შეცვლა სურს, რათა ქვეყნის უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები, მათ შორის ნავთობი, გააკონტროლოს.