USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
გიგი უგულავა თვლის, რომ მისი პატიმრობა არ უნდა გახდეს ხელისშემშლელი მიზეზი, მაქსიმალურად პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის მისაღწევად
თარიღი:  1099

არ მსურს ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება, - წერს საკუთარ ფეისბუკის გვერდზე პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.

" - მერაბ კოსტავას ცნობილი სიტყვების პერიფრაზი რომ მოვახდინოთ - მთავარია, სად იქნება ეროვნული მოძრაობა და არა ის, სად ვიქნებით ჩვენ ეროვნულ მოძრაობაში.

დიახ, დღეს ჩვენს ბრძოლას ჰქვია ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ და ამ ბრძოლას ხალხი აუცილებლად მოიგებს. არ ვაპირებ ივანიშვილთან კატა-თაგვობანას თამაშს. საერთოდ არაა მნიშვნელოვანი როდის მოუნდება მას ჩემი მეოთხედ დაპატიმრება ან გამოშვება.

მან მძევლად ამიყვანა მე და სხვა პოლიტპატიმრები, იმის იმედით რომ მისთვის სასარგებლო და ქვეყნისთვის საზიანო საარჩევნო სისტემის გამოვაჭრებით, გაიხანგრძლივოს ძალაუფლება. ის ამ მიზანს ვერ მიაღწევს. ამასთანავე, არ მსურს ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება.

მინდა მივმართო ჩემს თანაგუნდელებს და მთლიანად ოპოზიციის ერთობას.

ჩემი პატიმრობა, ჩემი შეგნებული არჩევანია და საერთო ბრძოლის ნაწილია. ისევე როგორც მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღებაა, ამ ბრძოლის მშვიდობიანი გადაწყვეტა. 2020-ში არჩევნების მაქსიმალურად პროპორციული სისტემით ჩატარება მხოლოდ გააიოლებს ქვეყნის ამოცანას - ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას. ამასთანავე ოპოზიციის დღევანდელი ერთობაა ამ ამოცანის აღსრულების მთავარი წინაპირობა. ეს ერთობაა, და არა რომელიმე სისტემა, რაც ყველაზე მეტად აშინებს ივანიშვილს.

მეგობრებო, არ იდარდოთ ჩემზე, შევინარჩუნოთ ერთობა და ყველაფერი ვქნათ მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად. სრული მხარდაჭერა თქვენ ამ ამოცანის მიღწევაში."

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის