USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძეს - ნუ ყვირიხარ, დაჯექი, თუ ძმა ხარ
თარიღი:  686

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, ვიცე-სპიკერ გია ვოლსკისა და მამუკა ხაზარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

გია ვოლსკიმ ტრიბუნასთან სიტყვის გამოსვლის დროს მის წინააღმდეგ ბადრი ჯაფარიძის მიერ შეტანილი სარჩელის შესახებ დაიწო საუბარი. ვოლსკის გამოსვლას დარბაზში ჯერ მამუკა ხაზარაძის, შემდეგ კი ბადრი ჯაფარიძის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.

ვოლსკიმ ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი დამნაშავეებად არ გამოუცხადებია და უბრალოდ თქვა, რომ მათ კითხვებზე პასუხები აქვთ გასაცემი.

„მამუკა ხაზარაძე გამოვიდა და ჩემზე თქვა, სასამართლოში ვუჩივლეთ და სასამართლოს სხდომა არ ჩანიშნულაო. საუბარია იმაზე, რომ როდესაც პოლიტიკაში შემოდიოდნენ ჟურნალისტმა დამისვა კითხვა იმ 17 მლნ-თან დაკავშირებით, რომელიც ბანკიდან გავიდა, კერძო პირზე გადაფორმდა, კერძო ანგარიშზე გადავიდა და ოფშორულ ზონაში მოხვდა, სად არის ვერ გაიგეს. მე რომ ამაზე მკითხეს, ვუპასუხე, რომ ჯერ ამ საკითხზე უნდა გასცენ პასუხი და მერე პოლიტიკაზე ილაპარაკონ. ამიტომ მიჩივლეს.

ვთქვათ და მოიგეთ სასამართლო, 290 ათასი ლარი საიდან უნდა გადავიხადო, თუ ჩემი ბინის წაღება გინდათ? სასამართლოში მიჩივიხართ ორი ამხელა ადამიანი. არავითარი დამნაშავედ არ გამომიცხადებიხართ, ვთქვი, რომ ამ საკითხზე პასუხი გაქვთ გასაცემი. დღემდე გაქვთ პასუხი გასაცემი“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის გამოსვლას დარბაზში ჯერ მამუკა ხაზარაძის, შემდეგ კი ბადრი ჯაფარიძის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც ვოლსკიმ ხაზარაძეს შემდეგნაირად მიმართა: „კარგი, ნუ ყვირიხარ. დაჯექი, თუ ძმა ხარ“.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძემ 2019 წელს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლო მიმართა და მოითხოვს ვოლსკის ფინანსური სანქცია დაეკისროს.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის