USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
გია ვოლსკი - საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს
дата:  550

შეიძლება ნატოს წევრობის პროცესი დროში გაიწელოს, მაგრამ ქვეყანამ საერთაშორისო დონეზე პოზიცია არ უნდა შეცვალოს - საქართველო ნეიტრალიტეტზე საუბარს არ და ვერ დაიწყებს, რადგან ამ საერთაშორისო კურსის გაძლიერებაში საკმაოდ ბევრი ენერგია და ადამიანის სიცოცხლეა ჩადებული, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა.

ამასთან, ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოება ის საკითხია, რაც პარტნიორებთან ერთად უნდა გადაწყდეს.

“ნეიტრალიტეტის თემა საკმაოდ რთულია - უკრაინასთან დაკავშირებით ვხედავთ პროცესები როგორ ვითარდება - რა პოზიცია უკავია ნატო-ს, ქვეყნებს, რომლებმაც აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყვიტონ და რა პოზიცია უკავია თავად უკრაინას.

ჩვენი და ნატოს ურთიერთობის საკმაოდ გრძელი ისტორიაა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა საერთაშორისო უსაფრთხოებას ნატოსთან ერთად. საქართველო არის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. ამ თემასთან დაკავშირებით კრემლის მოთხოვნაზე საუბარი რელევანტური არ იქნება.

ჩვენ იმ ქვეყნებთან ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვისთანაც ვთანამშრომლობთ და ვისთან ერთადაც ბრძოლაში ამდენი წელი გამოვიარეთ, ვისთან ერთადაც ვომობდით და ვისთან ერთადაც ვაპირებთ მომავალში დგომას.

აქ მთავარი და გადამჭრელი ხელისუფლების პოზიცია არ არის - ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან ერთად ამ თემის საკმაოდ მნიშვნელოვანი განხილვა მართებთ.

როცა ნატო-ს წევრობაზეა ლაპარაკი, რასაკვირველია, დიდი იმედი გვაქვს, ეს გზა ჩვენი ქვეყნისთვის იქნება უსაფრთხო, რადგან ჩვენს პარტნიორებს შესწევთ უნარი, უსაფრთხოება უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати