USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
გია ვოლსკი - ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ახლა ვინოკუროვაა, ქმრის გვარზეა
თარიღი:  987

ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ახლა ვინოკუროვაა, ქმრის გვარზეა , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების სტუმრობასთან და დაგეგმილ ქორწილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

ვოლსკის თქმით, ლავროვის სიძის ძმა „საკმაოდ ანტირუსული განცხადებებით“ არის ცნობილი.

„ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ. ახლა იგი ვინოკუროვაა, სხვა გვარით არის, ქმრის გვარზეა. ქმრის ძმის ქორწილი იყო, როგორც მეუბნებიან და ქმრის ძმა საკმაოდ ანტი რუსული განცხადებებით არის ცნობილი, მათ შორის „ფეისბუქზე“ და მათ შორის საკმაოდ პოზიციური კომენტარები ჰქონია უკრაინელებისგანაც. „არა ომს“, „არა უკრაინელებზე თავდასხმას“ და ა.შ. მთლად რადიკალური განცხადებები არ არის, რომ „ძირს პუტინი“, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ თავისუფლად მოაზროვნე ხალხია. რა ურთიერთობა აქვს მამასთან, აშშ-ში დაამთავრა [უნივერსიტეტი], იქ ცხოვრობდა ეს გოგო თვითონ. მგონი, ამერიკული პასპორტიც აქვს. არის თემები…მაგრამ რა არის, იცით? - ისეთ რაღაცებზე ვჭორაობ, არ არის სასიამოვნო”, - განაცხადა ვოლსკიმ “იმედთან“.

მისივე თქმით, სერგეი ლავროვი აგრესორი ქვეყნის ლიდერია და ამ კონტექსტში საქართველოს ხელისუფლებას „მკაფიო, ჩამოყალიბებული და ხისტი პოზიცია აქვს“, თუმცა მაშინ, როდესაც საქმე ეხება ოჯახის წევრს, „სუსტად გამოვიყურებით“.

„ლავროვი არის ერთ-ერთი ლიდერი აგრესორი ქვეყნის, რომელზეც ვლაპარაკობთ, რომელიც მათ შორის ჩვენი ხელმოწერით გაირიცხა ევროპული სტრუქტურებიდან, ფორმატებიდან, გადაეცა ჰააგის ტრიბუნალს, როცა მოლდოვამ ეს ვერ შეძლო, ვერ გააკეთა, უამრავი თემაა. ახლახანს რეიკიავიკში ხელი მოვაწერეთ რეზოლუციას, რომ რეესტრი შედგეს, საერთოდ რა ზარალი მიაყენა უკრაინას, რომ შემდგომ ამას მოჰყვეს სამართლებრივი... ძალიან ასეთი, მკაფიო, ჩამოყალიბებული და ხისტი პოზიცია გვაქვს. მოვიგეთ ჰააგა საქართველოსთან მიმართებაში, მოვიგეთ სტრასბურგი. ჩვენი თემა...უსიამოვნო თემაა... ლავროვი, ლიდერია იმ ქვეყნის, რომელიც ოკუპაციას ახდენს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის....მისი შვილი, ოჯახის წევრი, მაგრამ როგორც კი ოჯახის წევრის თემაზე გადადიხარ, მამისთვის შვილს სთხოვ პასუხს, რაღაც ის თავაწეულობა, ის მხარგაშლილობა, რაც ქართველს ახასიათებს, ქართულ საზოგადოებას ახასიათებს, მის ტრადიციას, ყოფას, ამ თემასთან დაკავშირებით , მაინც რაღაც სუსტად გამოვიყურებით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, არ მოსწონს, რომ ლავროვის შვილი საქართველოში ჩამოდის, თუმცა „ჯოხით სირბილით“ ფიქრობს, რომ პროდასავლურობა კნინდება.

„ხო, ცუდია, არ მომწონს, არ უნდა ჩამოვიდეს ლავროვის შვილი აქ, არ უნდა ჩამოდიოდეს, მოხდა ხო? არ უნდა ჩამოვიდეს პოზნერი, არ უნდა ჩამოსულიყო მიხალკოვი, რომელსაც ეახლა და ქედმოხრით ელაპარაკებოდა სააკაშვილი. არ უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ პოზნერს, 90 წლის კაცს, ან ამ ქალს, თუნდაც ქორწილში ჯოხით რომ გაეკიდები, რაღაც მთლად არ არის ის რეალობა, რაც უნდა აისახოს. ჩვენი ევროპულობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემა აისახება კონსტიტუციის პუნქტში, იმ ძალიან თამამ ნაბიჯებში და ძალიან მყარ პოზიციაში, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე დავაფიქსირეთ. სასამართლო იქნება თუ პოლიტიკური რეზოლუციები და ამით, შენი პროდასავლურობა მე მგონი, კნინდება, ამ ჯოხით სირბილით“, - დასძინა ვოლსკიმ "იმედის" ეთერში.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის