USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
გია ვოლსკი - ილია ჭავჭავაძეს ლიბერალს ეძახდნენ, მაგრამ სწორედ მისი ლოზუნგია „მამული, ენა, სარწმუნოება“
თარიღი:  

ილია ჭავჭავაძეს ლიბერალს ეძახდნენ, მაგრამ სწორედ მისი ლოზუნგია “მამული, ენა, სარწმუნოება“ - ჩვენი პოლიტიკა ამ ლოზუნგის იქეთ არ წასულა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

მისივე თქმით, “არაფერია ახალი იმაში, რომ ეროვნული ფასეულობები, ისტორიული მემკვიდრეობა, ტრადიციები “ქართული ოცნებისთვის“ და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია“.

“ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანი სწორედ ის ფასეულობებია, რაზეც დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. თუკი ვინმესთვის ეს თემა პრორუსულობის მაჩვენებელია, კონკრეტული ადამიანისთვის, ვინც ასე ფიქრობს, ძალიან დიდი ტრაგედიაა. საზოგადოებისთვისაც საკმაოდ დამაზიანებელია პოლიტიკურ ველზე ასეთი მოსაზრებების წარმოჩენა, მით უფრო რომ არასდროს, არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა რაიმე საწინააღმდეგო პოზიცია ტოლერანტობასთან, უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არა მხოლოდ გამოხატული, ეს საქმიანობით კონსტიტუციაშია ასახული და წინა პლანზე წამოწეული.

ჩვენი ოპონენტების ნაწილის გააფთრებული მცდელობაა, რომ ამ რეალობიდან წინააღმდეგობის წინაპირობა შექმნან და სამოქალაქო საზოგადოება ერთმანეთს გარკვეული ნიშნით დაუპირისპირდეს. ეს ნიშანი, რაც უნდათ, რომ ყალბმა და ცრუ ლიბერალებმა შემოგვაჩეჩონ ისაა, რომ ერეკლე მეფე მოღალატედ გამოვაცხადოთ, პატრიარქსა და ეკლესიას ვაგინოთ - ლიბერალიზმთან გათანაბრებული ასეთი მიდგომა ქვეყნისთვის დამაზიანებელია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის