USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
გია მურღულია: დააკვირდით, რას უდრის 2023 წლის ციფრთა ჯამი?
თარიღი:  844

საერთაშორისო აკადემია ,,ლოგოსის” დამფუძნებელი გია მურღულია:

,,განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთ სუფიას მოწაფეებმა ჰკითხეს, როგორ ახერხებ, რომ ყოველდღე კარგ ხასიათზე ხარო? იმან უპასუხა: ეს ძალიან ადვილია. ყოველ დილას, როცა მეღვიძება, ჩემს თავს ვეკითხები – აბა, დღეს ბედნიერი გინდა იყო თუ უბედური? ჰოდა, რა თქმა უნდა, პირველს ვირჩევ.

ჩვენ ყოველთვის თავად ვიქმნით საკუთარ განწყობას. ახალი წელია და, მოდით, ასე ვიფიქროთ:

ნუმეროლოგიაში (რომლის ერთ-ერთ გამორჩეულად დიდ წარმომადგენლად გენიალური პითაგორა მიიჩნევა) რიცხვი 7 ბედნიერებას განასახიერებს.

აბა, ახლა დააკვირდით, რას უდრის 2023 წლის ციფრთა ჯამი?

დიახ – შვიდს.

ეს ბედნიერების წელია. ცხოვრებაში ბევრი კარგი და ბევრიც ცუდი რამ ხდება. წელსაც ასე იქნება, მაგრამ მთავარი რამ ყველაფერ ამის მიმართ ადამიანის დამოკიდებულებაა.

მადლობა ვუთხრათ ღმერთს ყოველი გათენებული დღისთვის (ეს ღვთაებრივი საჩუქარია), გვქონდეს სიხარულიან დღეთა იმედი და ნებისყოფა გავაძლიეროთ უარეს დღეებიდან ღირსეულად გასამკლავებლად.

2023 წელს შვიდიანი მსჭვალავს.

გილოცავთ ახალ წელს!

ყველას გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიხარულს, თავისუფალი კაცის ღიმილს, დღეგრძელობას, საინტერესო ცხოვრებას.

და იმ სუფიას შეგონება არ დაგავიწყდეთ!

ახლა კი მთავარი კითხვა :

დღეს ბედნიერნი გინდათ იყოთ თუ უბედურნი?”

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის