USD 2.6125
EUR 3.0412
RUB 3.0496
თბილისი
გია ხუხაშვილი - "სპეციალურად ურწმუნო თომებისთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლებოდა “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნეს-ომბუდსმენად დანიშვნა
თარიღი:  754
"სპეციალურად ურწმუნო თომებისთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლებოდა  “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნეს-ომბუდსმენად დანიშვნა",- ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
 
მისი თქმით, გახარია სულ ორი დღის გაცნობილი ჰყავდა, როცა ის ბიზნეს-იმბუდსმენად დანიშნა.
 
"სპეციალურად ურწმუნო თომებისთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლებოდა  “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნეს-ომბუდსმენად დანიშვნა.
ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ორი მთავარი ფაქტორის გამო:
1. მას კარგად ესმოდა ბიზნესი.
2. ის არ უნდა ყოფილიყო რომელიმე ბიზნეს-დაჯგუფების წარმომადგენელი, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მის ნეიტრალიტეტს და ობიექტურობას.
ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება საქართველოში ძალზედ რთულია, რადგან ყველა ვიღაცასთან არის კავშირში, ან ვიღაცის კაცია, რაც ძალიან ართულებს ნდობას შესაძლო დავებში.
გახარიას ასეთი კავშირები არ ქონდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მე ვიყავი მისი პირველი კონტაქტი და სულ ორი დღის გაცნობილი მყავდა." - გია ხუხაშვილი.
მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის