USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
თბილისი
ღვინის ტურიზმისა და აგროტურიზმის წახალისების მიზნით, „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება განხორციელდება
თარიღი:  810

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა.

კანონის ერთ-ერთმა ინიციატორმა, კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა კოლეგებს ცვლილების არსი გააცნო. კანონპროექტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება აგროტურისტული და ღვინის ტურისტული სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი, აღნიშნული ცვლილება შეეხება იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 700 000 ლარს.

მომხსენებლის თქმით, ამჟამად ინიციირებულია და განიხილება კანონპროექტი „ტურიზმის შესახებ“, რომელშიც ჩნდება აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის განსაზღვრება.

„საქართველო ღვინის სამშობლოა და შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებას ხელი შევუწყოთ. სწორედ ამიტომ დადგინდება საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ისარგებლებენ ღვინის და აგროტურიზმის სტატუსის მქონე პირები, რასაც ერთ-ერთი წამახალისებელი ეფექტი ექნება შესაბამის საქმიანობაში ჩართული პირებისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის