USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
"ღმერთის საჩუქარი მოკლეს - ასეთი ბიჭი დავკარგე“ - ხვიჩა მაქაცარია ნიკო კვარაცხელიასა და Feedc-ზე
თარიღი:  1338

წყარო: https://bm.ge/

Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა, გიორგი ისაკაძემ ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. სტატიაში აღნიშნულია, რომ CBS ჯგუფის კომპანიებს შორის ნახავთ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართულ სტარტაპ კომპანიას Feedc-ს. ლოკაციაზე დაფუძნებული ქართული სოციალური პლატფორმა უნიჭიერესმა ქართველმა ბიჭმა ნიკო კვარაცხელიამ შექმნა. ბიჭი, რომელთან ერთადაც ქართველი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია Feedc-ზე მუშაობისას ყველაზე დიდ დროს ატარებდა ერთი წლის წინ, თბილისის ცენტრში მოკლეს.

Forbes Georgia –ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე წერს:

კიდევ სენტიმენტალური მიზეზი, თუ რატომ ვცდილობდი ხვიჩა მაქაცარიასთან ინტერვიუს – ნიკო კვარაცხელიაა, რომელიც საზოგადოებამ იცის, რაოდენ ძვირფასია ქართული Forbes-ის გუნდისთვის და მთელი ქვეყნისთვის. მაქაცარიას კომპანიების პორტფელშია ნიკო კვარაცხელიას შექმნილი სოციალური ქსელი Feedc-ი, სადაც ხვიჩა პარტნიორად არის წარმოდგენილი. ნიკოზე საუბარი და კითხვა უგდებს ჩვეულ რიტმს და ენერგიას პასუხებში. მომავლის ბიჭი ბოლო წლების ყველაზე დიდ დროს სწორედ მაქაცარიასთან ატარებდა:

„ნიკოს ვუყურებდი და საკუთარი თავი მახსენდებოდა, როცა საქმეს ვიწყებდი ოჩამჩირეში, ოღონდ... ნიკოს თავს რომ ვადარებ, ვამსგავსებ საკუთარ ტემპთან, შეუპოვრობასთან, მოუსვენრობასთან, თორემ - აქედან მაქაცარია უკვე ღიმილით აგრძელებს, - სხვა ყველაფერში ამ 21 წლის ბიჭთან ახლოს ვერც გონიერებით, ვერც ცოდნით და ვერც მასშტაბით მოვდიოდი. ან საიდან, ან როგორ ის იდეები, რაც ნიკოს თავში იხარშებოდა, რაც სრულიად უნიკალურ პროექტებში ითარგმნებოდა. ასეთი ბიჭი, რომელიც ასწლეულებში ერთხელ ევლინება საზოგადოებას ღმერთისგან საჩუქრად, უცბად გაქრა. აორთქლდა. გააქრო შურმა, ბოროტებამ და გაუტან¬ლობამ. თითქმის წარმოუდგენელია, რომ ასეთ ასაკში შეიძლებოდა ყოფილიყავი ასეთი მაგარი, ვაჟკაცი, გამორჩეულად განათლებული და განვითარებული, რომელიც ყველას მუხტავდა სიახლეებით და ახალი იდეებით. ასეთი ბიჭი დავკარგე... მაგრამ მარტო მე რა... ქვეყანამ დაკარგა. დაკარგა ადამიანი, რომლის ნიჭიერებას და უნარებს საზღვრები არ ჰქონდა”, - ამბობს ხვიჩა მაქაცარია.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის