ღაზის სექტორის საზღვართან მუსიკალურ ფესტივალზე „ჰამასის“ თავდასხმის ამსახველი ახალი ვიდეო გავრცელდა.
ვიდეოში, რომელიც ისრაელელი მაშველების Telegram-ზე გავრცელდა, ნაჩვენებია, როგორ ესვრიან „ჰამასის“ მებრძოლები ფესტივალის მონაწილეებს, რომლებიც გაქცევას ცდილობენ.
ფესტივალ Nova-ს მონაწილეებზე „ჰამასის“ თავდასხმას 260 ადამიანი ემსხვერპლა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.