USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
გერმანული Bild-ი: რუსეთი გეგმავს, 2024-2026 წლებში განაგრძოს უკრაინული ტერიტორიების და მათ შორის ქალაქ ხარკოვის ოკუპაცია
თარიღი:  

გერმანული გამოცემა Bild-ი სადაზერვო მონაცემებსა და წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი გეგმავს, 2024-2026 წლებში განაგრძოს უკრაინული ტერიტორიების ოკუპაცია უკვე დაკავებული ტერიტორიების საზღვრებს მიღმა.

კერძოდ, საუბარია ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების სრული ტერიტორიის დაკავებაზე 2024 წლის ბოლომდე. Bild-ის ინფორმაციით, რუსეთი ასევე გეგმავს ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის ოლქების დიდი ნაწილის, მათ შორის ქალაქ ხარკოვის ოკუპაციას 2025-2026 წლებში.

გარდა ამისა, რუსეთი გეგმავს, შეინარჩუნოს არსებული ფრონტის ხაზი ხერსონის ოლქში.

როგორც Bild-ი წერს, რუსეთის გეგმები ეფუძნება რუსული თავდაცვითი მრეწველობის ბაზის მობილიზაციაზე, ყოვეწლიურად 100 000-კაციან დანაკარგებზე და, შესაძლოა, 2024 წელს აშშ-ში ახალი პრეზიდენტის არჩევაზე, რომელიც მკვეთრად შეამცირებს ან შეაჩერებს უკრაინის სამხედრო დახმარებას.

https://www.bild.de

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის