USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
გერმანიის ქართული სათვისტომო - გერმანია ემიგრანტებისთვის კანონმდებლობას ამკაცრებს. რას ითვალისწინებს ახალი წესები
თარიღი:  1061

გერმანია ემიგრანტებისთვის კანონმდებლობას ამკაცრებს. ქვეყანამ მიიღო არაერთი კანონი, რომლის საფუძველზეც, არალეგალურად მყოფ ყველა პირს დეპორტაცია ემუქრება. ასევე, სახელმწიფო არალეგალურად მყოფ პირებს დეპორტაციის შესახებ აღარ შეატყობინებს. 

Facebook-ჯგუფში "გერმანიის ქართული სათვისტომო" კანონმდებლობის შესახებ დეტალებს წერენ:

"გერმანიამ დღეს მთელი რიგი კანონები მიიღო. ქვეყანაში, ყველა არალეგალურად მყოფს დეპორტაცია ემუქრება.

დეპორტაციის შესახებ სახელმწიფო აღარ შეატყობინებს არალეგალურად მყოფს, რათა თავიდან აიცილოს გადამალვის ფაქტი. 

პოლიციას ეძლევა ბინის ჩხრეკის უფლება, ტელეფონის კონფისკაციის უფლება, ასევე არალეგალურად მყოფის ახლობლის ბინის ჩხრეკის უფლება და არალეგალურად მყოფის ძიების უფლება.

არალეგალურად მყოფი მოთავსდება სადეპორტაციო საკანში.

არალეგალურად მყოფი პირი, რომელიც კრიმინალური ბანდების წევრია, ყოველგვარი გასამართლების გარეშე გადეპორტდება. 

ისინი ვინც,თავის ვინაობასა და ეროვნებას მალავენ, ასევე გადეპორტებიან და ქვეყანაში ხელმეორედ შესვლა აეკრძალებათ.

იმ ადამიანებს კი რომლებმაც არალეგალურად ადამიანები გერმანიის ტერიტორიაზე შემოიყვანა. ერთწლიანი პატიმრობა,შემდეგ დეპორტი და სახელმწიფოში შემოსვლის აკრძალვა ემუქრებათ", - წერენ ემიგრანტები.

 

 

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის