USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
თბილისი
გერმანიაში, 37 წლის საქართველოს მოქალაქე მანქანის გატეხვის და სიგარეტის ქურდობისთვის დააკავეს
თარიღი:  509

გერმანიაში, საქართველოს მოქალაქე სიგარეტის ქურდობისა და მანქანის გატეხისთვის დააკავეს, ის ლუდვიგსლუსტის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. 37 წლის ქართველთან ერთად, კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, თუმცა მან მიმალვა მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაქცეულ შუახნის კაცს ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. მან გაქცევა მალისსა და ნეუ კალისს შორის არსებულ ტყეში მოახერხა. მედია წერს, რომ გაცეულ კაცს ლურჯი სპორტული ტანსაცმელი ეცვა.

ადგილზე ამ დროისთვის საპოლიციო ძალებია მობილიზებული. ადგილზე მუშაობს ვერტმფრენიც. 

თბილისი
თელასი - სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის,  ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, ქიზიყის, რკინიგზის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების  მოსახლეობას. 

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის