USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
თბილისი
გერმანია ორგანული წარმოების გაზრდას გეგმავს
თარიღი:  282

2030 წლისთვის გერმანიაში საკვები პროდუქტის წარმოების 30% სერტიფიცირებული უნდა იყოს როგორც ორგანული.

ამ წლის დასაწყისში გერმანიის მთავრობამ გამოაქვეყნა ეროვნული კვების პირველი სტრატეგია. ქვეყანა ხელს შეუწყობს ორგანული პროდუქტების მოყვანას და ასევე გაზრდის საკუთარი წარმოების ბოსტნეულისა და ხილის წილს.

ამის შესახებ AgroTimes ნიდერლანდების სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმოხილვაზე დაყრდნობით წერს.

სტრატეგია ასევე ყურადღებას ამახვილებს სურსათის წარმოებისა და მიწოდების მდგრადობაზე. მთავრობა აშკარად ირჩევს ორგანულ მეურნეობას, როგორც საკვების წარმოების მდგრად ფორმას და ადგენს მიზანს, რომ 2030 წლისთვის გერმანიაში საკვები პროდუქტის წარმოების 30% სერტიფიცირებული უნდა იყოს როგორც ორგანული.

სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, მთავრობა აღიარებს მოწყვლადობას საკვების ჯგუფების დაბალი თვითკმარობის გამო, როგორიცაა ბოსტნეული (35%) და ხილი (20%). სურსათის წარმოების ამ კატეგორიებში გერმანიის თვითუზრუნველყოფის დონე ძალიან დაბალია და ისინი დამოკიდებულნი არიან საკვების წარმოებაზე საზღვარგარეთ.

გერმანიაში ფერმერების მხარდასაჭერად ახალი კულტურების მოყვანაში და ამით უფრო ფართო თვითკმარობის შესაქმნელად, არსებობს სხვადასხვა პროგრამები. ასევე მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის პროფესიულ განათლებაზე.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის