USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
გებრეიესუსი - ვაქცინაციისა და ტესტირების დაბალი მაჩვენებელი ახალი ვარიანტების გაჩენისთვის იდეალურ პირობებს ქმნის
თარიღი:  565

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვაქცინაციისა და ტესტირების დაბალი მაჩვენებელი ახალი ვარიანტების გაჩენისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.

„ზოგიერთ ქვეყანაში, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი „ომიკრონი“ ვარიანტის დაბალ სიმძიმესთან ერთად ცრუ ნარატივს იწვევს, რომ პანდემია დასრულდა. ამავდროულად, სხვა ქვეყნებში ვაქცინაციისა და ტესტირების დაბალი მაჩვენებელი ახალი ვარიანტების გაჩენისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. ჩვენ შეგვიძლია მიმდინარე წელს პანდემია კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ, თუმცა ამ შესაძლებლობის გაფლანგვის გაზრდილი რისკის წინაშე ვდგავართ. ამჟამად, 116 ქვეყანა ვერ აღწევს საერთო მიზანს მოსახლეობის 70%-ის აცრასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის