USD 2.6153
EUR 3.0500
RUB 3.0978
თბილისი
გავრცელებული ინფორმაციით მთავრობამ ENKA-სთან ნამახვანის ჰესთან დაკავშირებულ დავაში 383.2 მილიონი დოლარი წააგო, ხოლო იურისტების დაქირავებაში 25 მილიონი ლარი დახარჯა
თარიღი:  713

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს თანახმად, აღნიშნულ არბიტრაჟში მთავრობის ინტერესებს საერთაშორისო იურიდიული კომპანია White & Case-ი იცავდა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრომ გაწეული სერვისისთვის 25,074,951 ლარი გადაუხადა.

საქართველოს მთავრობამ თურქულ კომპანია ENKA Insaat-თან, რომელიც ნამახვანის ჰესის პროექტს ახორციელებდა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, საქართველოსთვის დაკისრებული კომპენსაცია 383.2 მილიონი დოლარია.

საარბიტრაჟო დავა მოჰყვა კომპანია ENKA-s მიერ 2021 წლის 22 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომ სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო შეთანხმების დარღვევის და შექმნილი ფორსმაჟორის გამო საინვესტიციო შეთანხმებიდან გადიოდნენ.

ირაკლი კობახიძემ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ საარბიტრაჟო დავა გრძელდება, თუმცა ამასთან მან თქვა, რომ საქართველოს შესაძლოა, მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა მოუწიოს. იუსტიციის სამინისტროს, ჯერჯერობით, საქმესთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

Enka Renewables, რომელიც კომპანია ENKA-ს შვილობილია, 433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგურის კასკადს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აშენებდა, პროექტის ექსპლოატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა.

კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის ნამახვანჰესის $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის