USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
გასულ წელს ნარკოდანაშაული წინა წელთან შედარებით გაიზარდა - 2023 წელს უწყებამ ნარკოტიკული დანაშაულის 6594 ფაქტი გამოავლინა, გახსნა - 6172
თარიღი:  

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს ნარკოდანაშაული წინა წელთან შედარებით გაიზარდა - 2023 წელს უწყებამ ნარკოტიკული დანაშაულის 6594 ფაქტი გამოავლინა, გახსნა - 6172; 2022 წელს კი გამოავლინა 5471 და გახსნა 5170.

მათ შორის, უწყებამ 2023 წელს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღების 3654 ფაქტი დაარეგისტრირა, 2022 წელს კი 2723.

გარდა ამისა, სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს შსს-მ გამოავლინა ნარკოდანაშაულის 133 ისეთი ფაქტი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, საქართველოდან უკანონოდ გატანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას გულისხმობდა. მათ შორის უწყებამ 106 შემთხვევა გახსნა. ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის 77 შემთხვევა გამოვლინდა 2022 წელს, მათგან გაიხსნა 59.

2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ 54 177 დანაშაულის ფაქტი დაარეგისტრირა, მათგან გახსნილია 64.87%, 35147 შემთხვევა. 2022 წელს უწყებამ გამოავლინა 54435 დანაშაული და გახსნა 62.1%, 33805 ფაქტი.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის