USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ჩუღურეთის რაიონში გამწვანების სამუშაოები განახორციელა
Date:  729
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ჩუღურეთის რაიონში გამწვანების სამუშაოები განახორციელა.
 
გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ, ჩუღურეთის რაიონის
გამგებელმა დავით მაქაცარიამ და საკრებულოს მაჟორიტარ-დეპუტატმა ზურა ჩიქვილაძემ მიიღეს.
 
რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა ქუჩაზე, ჯამში 25 ძირი, 3 მეტრზე მაღალი ხე დაირგო. ღონისძიების მონაწილეებს, გამწვანების სამუშაოებში, შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ თანამსრომლები დაეხმარნენ.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way