USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახს ბანკი კრედიტის დაფარვას არ მოსთხოვს
дата:  497

გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახს არ მოსთხოვს ბანკი კრედიტის დაფარვას, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახს არ მოსთხოვს ბანკი კრედიტის დაფარვას და თუ ვინმეს მოსთხოვენ, დაგვიკავშირდნენ და ჩვენ ვიქნებით შუამავალი „ლიბერთი ბანკთან“. მეორე - თუ ჰყავთ ისეთი თავდები პენსიონერებს, რომელთაც აქვთ დასაბუთებული შემოსავალი, ბანკი მზად არის არა 36% პროცენტში, არამედ გაცილებით ნაკლებ პროცენტში მისცეს სამომხმარებლო სესხი. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი - ბანკი მზადაა პენსიონერებს, რომელებიც თვიდან თვემდე 50-70 ლარს იხდიან და ეს მათთვის ძალიან მძიმეა, გაუგრძელოს კრედიტის ვადა და შესაბამისად, შემცირდეს ეს გადასახდელი თანხა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати