USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი - ოჯახი, განათლება, ქონება და 9700 ევ­როდ ნა­ყი­დი სა­ა­თი
თარიღი:  2519

დღეს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აგა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი წა­რად­გი­ნა.

ის დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს X მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც დე­პუ­ტა­ტი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ პარ­ტი­უ­ლი სიით გახ­და.

გა­ნათ­ლე­ბა

გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი 1984 წლის 1-ლ იან­ვარს და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით. აქვს სა­მარ­თლის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ვი­გებთ, 1999-2000 სას­წავ­ლო წელი ამე­რი­კა­ში, ტე­ხა­სის ალა­მოს უმაღ­ლეს სკო­ლა­ში გა­ა­ტა­რა, 2016 წელს კი, კვლე­ვი­თი სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­რა გერ­მა­ნი­ა­ში, კერ­ძოდ, ჰამ­ბურ­გში, მაქს-პლან­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო, კერ­ძო და შე­და­რე­ბი­თი სა­მარ­თლის კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტში.

სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა

2004 წელს მუ­შა­ობ­და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ლონ­დო­ნურ კომ­პა­ნი­ა­ში "კლინ­ტონ და­ვის პა­ლა­სი - ად­ვო­კა­ტე­ბი", ად­ვო­კა­ტის თა­ნა­შემ­წედ;

2007 - 2008 წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რატ­ში, ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლის­ტად მუ­შა­ობ­და;

2008- 2010 წლებ­ში გახ­ლდათ ლიტ­ვუ­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნია შპს "სა­ვე­რუ­სის“ სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ლი­ა­ლის "სა­ვე­რუს ჯორ­ჯი­ას“ მთა­ვა­რი იუ­რის­ტი;

2010 - 2020 წლებ­ში იყო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე;

2010 - 2020 წლებ­ში კი იყო თბი­ლი­სის ღია სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვიცე-რექ­ტო­რი, რექ­ტო­რი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი სა­მარ­თალ­ში.

ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა:

ახა­ლი მი­ნის­ტრი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ჰყავს მე­უღ­ლე - ნინო წე­რე­თე­ლი და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი - 15 წლის ნიცა და 9 წლის ანა მა­რია.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია

ამი­ლახ­ვარს თბი­ლის­ში აქვს ერთი ბინა, ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე, რო­მე­ლიც მის­თვის 2006 წელს უჩუ­ქე­ბი­ათ. ამა­ვე მი­სა­მარ­თზე აქვს არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი, სარ­და­ფი და მან­სარ­და.

მისი მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლია ბინა ამაღ­ლე­ბის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც 2011 წელს 500 000 ლა­რად არის შე­ძე­ნი­ლი, ამა­ვე მი­სა­მარ­თზე აქვს 10 000 ლა­რად შე­ძე­ნი­ლი დამ­ხმა­რე ფარ­თი, ასე­ვე 15 000-ად შე­ძე­ნი­ლი ავ­ტო­ფა­რე­ხი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მის მე­უღ­ლე­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარს ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე, 2018 წელს 5000 ლა­რად შე­უ­ძე­ნია დამ­ხმა­რე ფარ­თი, ასე­ვე შინ­დის­ში 2021 წელს უყი­დია 798 000 ლა­რად მი­წის ნაკ­ვე­თი.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­მო­ბილს, ამი­ლახ­ვა­რის სა­კუთ­რე­ბა­შია 76 000 ევ­როდ შე­ძე­ნი­ლი Mercedes GLE 450.

დე­პუ­ტა­ტი ფლობს ძვი­რა­დღი­რე­ბულ ავეჯს, ფერ­წე­რულ ტი­ლო­ებ­სა და სამ­კა­უ­ლებს. კერ­ძოდ, მის სა­კუთ­რე­ბა­შია - 25000-ლა­რი­ა­ნი სა­ა­თი, 28000 ლა­რად ნა­ყი­დი 2 ცალი ფერ­წე­რუ­ლი ტილო, 9700 ევ­როდ ნა­ყი­დი სა­ა­თი, ასე­ვე ან­ტიკ­ვა­რუ­ლი სა­ა­თი და რო­ი­ა­ლი, რო­მე­ლიც სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო.

რაც შე­ე­ხე­ბა მის მე­უღ­ლეს, ნინო წე­რე­თე­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 22000 ლა­რად ნა­ყი­დი სა­ა­თი, ასე­ვე 4900 ევ­როდ ნა­ყი­დი სა­ა­თი, 47 000 ლა­რად ნა­ყი­დი ოქ­როს სა­მე­უ­ლი და 3200 ევ­როდ შე­ძე­ნი­ლი ოქ­როს ბე­ჭე­დი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვრის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­შებ­ზე ირი­ცხე­ბო­და 1738,77 ლარი და 307,86 დო­ლა­რი. ხოლო მისი მე­უღ­ლის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­შე­ბი­დან ერთ-ერ­თზე - 3 651,94 ლარი, ხოლო ანა­ბარ­ზე - 42 680 დო­ლა­რი. მი­სი­ვე სა­ხელ­ზე ფიქ­სირ­დე­ბო­და და­ნა­ზო­გი შე­მო­სავ­ლი­დან 50 000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით.

შვი­ლე­ბის სა­ხელ­ზე გახ­სნილ ორ სხვა­დას­ხვა სა­ბავ­შვო ანა­ბარ­ზე კი შე­ტა­ნი­ლი იყო 35 896,28 და 18 311,39 დო­ლა­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა წი­ლებს სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ა­ში, ნინო წე­რე­თე­ლი ფლობს 100-პრო­ცენ­ტი­ან წილს შპს "თოუ დე­ვე­ლოპ­მენ­ტში", სა­ი­და­ნაც მი­ი­ღო 42 3686 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი. ის ასე­ვე არის ამა­ვე კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი, რა­შიც ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 120 000 - ლა­რი­ა­ნი შე­მო­სავ­ლი ჰქონ­და.

ნინო წე­რეთ­ლი ასე­ვე არის დი­რექ­ტო­რი შპს "ნიმ­ში", შპს "ნიმი 1"-ში და "ნიმი 2" -ში, ბოლო 2 კომ­პა­ნი­ა­ში პარტნი­ო­რი გახ­ლავთ გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი. სა­მი­ვე კომ­პა­ნი­ი­დან ნინო წე­რე­თელ­მა და გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა მი­ი­ღეს 96000, 34800 და 48000 ლარი.

გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა 2022 წელს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე მი­ი­ღო 53501,65 ლა­რის ოდე­ნო­ბის ხელ­ფა­სი.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­სა­ვალს, წყვილ­მა შვი­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ში და­ხარ­ჯა 25000 ლარი და 5900 დო­ლა­რი;

დახ­მა­რე­ბა­ში ნინო წე­რე­თელ­მა გა­და­ი­ხა­და 20 000 ლარი, ხოლო სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ში 350 000 ლარი; გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის და­ხარ­ჯა 25 000 ლარი, ხოლო მის­მა მე­უღ­ლემ 30 000. მან და მის­მა მე­უღ­ლემ ტან­საც­მლის შე­სა­ძე­ნად და­ხარ­ჯეს სულ 40 000 ლარი.

ნინო წე­რე­თელ­მა 2022 წელს 44000 ლა­რად გა­ყი­და მან­ქა­ნა

წყარო: https://info.parliament.ge/

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის