USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
გამყრელიძე ვაქცინების დანაკლისზე - არაფერი გამქრალა, აუდიტი სწავლობს, დღეს ჩვენთანაც იყვნენ
Date:  233

"არაფერი გამქრალა და არაფერი აღმოჩენილა" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ AstraZeneca-ას ვაქცინების დანაკლისზე საუბრისას განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, საკითხს სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს.

"გიდასტურებთ მხოლოდ იმას, რომ სამინისტრო სწავლობს ამ შემთხვევებს, რაც მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და, ზოგადად, იმ ფაქტს, რომ არის დეფიციტური ხარჯვა, სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს ამას. დღეს გახლდნენ ჩვენთან პირველად. თვითონ აუდიტის სამსახური რამდენიმე თვეა ჩვენთან სხვადასხვა პროგრამას სწავლობს, ეს არის ე.წ. ყოველწლიური შესწავლა. ამ ფაქტთან დაკავშირებით გიდასტურებთ, რომ შიდა აუდიტი დღეს დილით 10:00-ზე იყო ჩვენთან. მათ მოითხოვეს დოკუმენტაცია და ნახავენ, თუ ნახეს დანაკლისი, მერე ვილაპარაკოთ. არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არგახლავთ". - ამბობს გამყრელიძე. 

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way