USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
გახდი ტყის მეგობარი, ეწვიე ახალ ონლაინ პლატფორმას www.forestfriend.ge
თარიღი:  534
საქართველოს უნიკალურ ბუნებრივ საგანძურზე, ტყეზე ზრუნვა ყოველი ჩვენგანის ვალია. ახალი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ იძლევა შესაძლებლობას წვლილი შეიტანო და უშუალო მონაწილეობა მიიღო ტყის გაშენების ღონისძიებებში.
 
პლატფორმაზე დარეგისტრირებული მონაწილეები ონლაინ რეჟიმში მიადევნებენ თვალს მათ მიერ არჩეული პროექტების მსვლელობას, საინტერესო და სასარგებლო თემატურ ინფორმაციასაც მიიღებენ როგორც დარგის სპეციალისტებისგან, ისე გარემოსდამცველებისგან.
 
განახლებული ტყის მართვის გეგმების მქონე სატყეო უბნების გათვალისწინებით, 2023 წლისთვის, ტყის გაშენების სამიზნე რეგიონებია კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი. 2024 წლიდან, პლატფორმა 9-ვე რეგიონს მოიცავს.
 
მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (Biofin) ხელშეწყობით შეიქმნა
 
 
 
საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის