USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
გაეროს ინფორმაციით ღაზას სექტორში 2 მილიონამდე ადამიანს შიმშილი ემუქრება
Date:  395

ღაზის სექტორის მთელი 2,3 მილიონი მოსახლეობა განიცდის შიმშილის კრიზისულ დონეს და შიმშილის რისკი ყოველდღიურად იზრდება ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებასთან ერთად, ნათქვამია გაეროს მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

საკვების უსაფრთხოების ფაზების დამდგენი ორგანიზაციის (IPC) მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება.

ორგანიზაციის კლასიფიკაციით, ღაზის სექტორის მოსახლეობის მდგომარეობა ფასდება კრიზისულად. სულ მცირე 79% იმყოფება საგანგებო ან კატასტროფის მდგომარეობაში.

კლასიფიკაცია მიუთითებს, რომ „ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი განიცდის კატასტროფულად მწვავე კვებითი დაუცველობას“, რაც საკვების უკიდურესი დეფიციტითაა განპირობებული. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე პრობლემაა არასწორი საკვების „საგანგაშო მაჩვენებელი“, რაც ორგანიზაციის განცხადებით, ზრდის სიკვდილიანობის ალბათობას.

FAO აცხადებს, რომ სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

7 ოქტომბერს ისრაელზე აშშ-ის, ევროკავშირის და ისრაელის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებული „ჰამასის“ თავდასხმისას 1200-ზე მეტი ისრაელელი დაიღუპა. მათი დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way