USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
გაეროს გენერალურმა მდივანი - შოკირებული ვარ ჩემი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაციით
თარიღი:  541

გაეროს გენერალურმა მდივანმა თავისი გუშინდელი უშიშროების საბჭოზე გაკეთებული განცხადება განმარტა, რომელშიც ღაზაში „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევა“ დაგმო. ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, რომ ის შოკირებულია მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაციით.

„მართლაც, მე ვისაუბრე პალესტინელი ხალხის უბედურებაზე. ამ დროს მე ვთქვი: „მაგრამ პალესტინელი ხალხის ტანჯვა ვერ გაამართლებს „ჰამასის“ საზარელ თავდასხმას“. მე არ ვამართლებ „ჰამასის“ ტერორისტულ აქტებს და ვგმობ მათ“, - განაცხადა გუტერეშმა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ღაზაში ისრაელის სამხედრო კამპანიის გუშინდელი კრიტიკის გამო დაგმო.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის